FM97.5 / LIVE

‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.07.2020
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ვაჟა ჩიტაშვილის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მყოფი ცხვრის ფარა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საძოვრებს აზიანებს. იგი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს მოუწოდებს, რომ მისმა მწყემსებმა ტერიტორია დატოვონ.

‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ -  ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

„ორ დღეს ვაძლევთ ჩიტაშვილს, რომ წაიყვანოს თავისი ფარები და მოაშოროს. თუ არ წაიყვანს ორი დღის მერე შევიკრიბოთ აქ და რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ე.წ უზუნჩაირის მთაში ყოფნის დროს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ შაბანებელის მთაზე 60 ჰექტარს იჯარით ყოფილი პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი ფლობს.

მხარის რწმუნებული აცხადებს, რომ მთაზე მყოფი მწყემსები მხოლოდ ჩიტაშვილის მონაკვეთს არ კმაყოფილდებიან და სახელმწიფოს მიწაზეც გადადიან. ბესიკ ამირანაშვილმა ჩიტაშვილს ორი დღის ვადა 10 ივლისს მისცა. სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მას შემდეგ ოთხი დღე გავიდა, თუმცა ჩიტაშვილის ფარა ტერიტორიიდან ისევ არაა გასული.



ვაჟა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ცხვრის ფარა, რომელზეც მხარის რწმუნებული საუბრობს, მის ტერიტორიაზე მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებდა.

„მაგათ შეთანხმება დაარღვიეს თავის დროზე და გავაძევე. ერთ თვის წინ მოვიდნენ და იმ პირობით მყავდნენ, რომ არაფერს გააფუჭებდნენ და მოუვლიდნენ იქაურობას. მაშინ სხვა ტერიტორიაზე არ გადასულან. ახლა ჩემს ტერიტორიაზე არ არიან, სახელმწიფო მიწაზე არიან და მეც მავიწროებენ. მაგათ [მწყემსების] გაყვანაზე უკვე ერთი თვეა ვწვალობ და თუ ვინმე დაზარალდა ეს მე ვარ. მეც საქონელი მყავს იქ. სხვა დეტალებს ვეღარ ვარკვევ, მობილური არ იჭერს“,-ამბობს ჩიტაშვილი.

10 ივლისს ე.წ უზუნჩაირის მთაზე მხარის რწმუნებულმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ტერიტორიების უკანონოდ გამოყენების საკითხზე, გამოძიება თაღლითობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა ეს ეხება თუ არა ვაჟა ჩიტაშვილსაც უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს შსს-გან ელოდება.

ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ორჯერ გამართა. ისინი ე.წ უზუნჩაირის მთიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვდნენ, 10 ივლისს მერმა, ზაზა მელქიძემ აქციის მონაწილეებს პრობლემის მოსაგვარებლად სამი დღე ითხოვა, თუმცა ადგილობრივებმა ეს არ გაითვალისწინეს და მომთაბარე მწყემსების მთიდან გაყვანის მიზნით თვითონ წავიდნენ.

პოლიციის, სამხარეო ადმინისტრაციის და ახალციხის მერის ჩარევის შემდეგ კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა სადავო ტერიტორია დატოვეს და ასპინძის მიმართულებით წავიდნენ. სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მწყემსები „ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე
'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]
ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
‘სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება’ -  რა დაპირება მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა [ვიდეო]