FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.07.2020
ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის 18 სოფელში 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაგისტრალების გაყვანისთვის ტენდერები აგვისტო-სექტემბერში გამოცხადდება.

სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება ახალციხის 6, ასპინძის 6 და ადიგენის ასევე 6 სოფელში.

ახალციხე: ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ურაველი, მუსხი და ხეოთი.

ადიგენში: შოლავერი, ქვემო ენთელი, ბოლაჯური, პატარა სმადა, დიდი სმადა და ჩორჩანი.

ასპინძაში: ოშორა, იდუმალა, საყუდაბელი, ძველი, ორგორა, ჭობარეთი.

„აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდება, ტენდერი უნდა გამოცხადდეს. სამივე მუნიციპალიტეტზე ასეთი სიტუაცია იქნება“, - აცახდებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს საფარის მონასტრის მიმართულებით - „უკვე დაასრულეს სამუშაოები“, ახალქალაქში პტენასა და ჩუნჩხას მიმართულებით და ბორჯომში კორტანეთის მიმართულებით - „სადაც ნაწილი იყო გაზიფიცირებული და ნაწილი წელს დასრულდება“.

„ეს ის სოფლებია, სადაც მაგისტრალები გადის და სადაც სამუშაოები წელს აუცილებლად დაიწყება და წლის ბოლომდე სოფლებში უკვე მიყვანილი იქნება ქსელი. შიდა დაქსელვის საკითხი კი უკვე ოპერატორ კომპანიასთან მოგვარდება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ერთ თვეში ახალციხის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის სოფლები, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადიგენში
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება