FM97.5 / LIVE

აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

მთავარისიახლე, განათლება 12.07.2020
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ ტესტის დასრულება ვერ მოასწრეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 189 აბიტურიენტიდან 12 არ გამოცხადდა.

აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. ისტორიაში გამოცა დღეს ორ სესიად ტარდება. პირველი სესიიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა გვითხრეს, რომ ტესტში საკითხები ძირითადად მსოფლიო ისტორიიდან იყო, მიუხედავად ამისა, დაწერა არ გაუჭირდათ.

„ვფიქრობ რომ კარგად დავწერე ტესტი, იყო რამდენიმე რთული, თუმცა დრო მაინც მეყო. განსაკუთრებით ბევრი ტექსტის ანალიზზე ვიფიქრე, ტექსტი ქართლის ცხოვრებიდან იყო მოყვანილი, ვფიქრობ რომ უმაღლესი ქულის ნახევარს მაინც მივიღებ გამოცდაში, ერთი წელი ვემზადებოდი და იმედი მაქვს რომ ჯავახიშვილში დაწყებითების ფაკულტეტზე მოვხვდები“, -ამბობს აბიტურიენტი ლიკა კოსოშვილი.

ლინდა მარკოიძე გამოცდებისთვის 10 თვის განმავლობაში ემზადებოდა. დღევანდელი, ისტორიის გამოცდა მისთვის საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. მას, ჩაბარება საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სურს.

„საერთოდ არ იყო რთული და ყველფერი ძალიან მარტივი ფორმით იყო შერჩეული და გადმოცემული. არამგონია რომ საერთოდ ვინმეს გაუჭირდეს“, - ამბობს ლინდა.

თუმცა გამოცდიდან ისეთი აბიტურიენტებიც გამოვიდნენ, რომლებისთვისაც ტესტი მარტივი არ აღმოჩნდა.

„რუკა იყო რთული განსაკუთრებით, ვცდილობდი დროში ჩავტეულიყავი“, – გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია. დღეს და ხვალ, 13 ივნისს აბიტურიენტები ისტორიას ორ სესიად აბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ
'საკმაოდ მარტივი ტესტი იყო', – აბიტურიენტები ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდაზე
ეროვნული გამოცდები დღეს უნარებში ტარდება
აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდას მათემატიკაში აბარებენ
აბიტურიენტები გამოცდას გეოგრაფიაში აბარებენ
ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა
აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ