FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს

მთავარიპოლიტიკა 25.11.2013
დაიხურა თუ არა არჩევნებიდან ერთ თვეში პარტიული პარტიული ოფისები ახალციხეში და რა სამომავლო გეგმები აქვთ რაიონულ ორგანიზაციებს.

ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში არჩევნებამდე ცოტახნით ადრე კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბები გაიხსნა. მანამდე ფუნქციონირებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.

ამ დროისთვის საარჩევნო შტაბები ცარიელია, რადგან არჩევნების დასრულებასთან ერთად დასრულდა სამუშაოც. თუმცა, მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას სამივე პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურად აპირებს.

ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღესამიტომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ შტაბი, რომელიც ნათენაძის N9-ში მდებარეობს, არ დაკეტილა და ფუნქციონირებას თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინში კვლავ აგრძელებს.

„რეგიონის მასშტაბით შტაბები დავკეტეთ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ახალციხეში რეგიონული ოფისი მაინც დავტოვეთ“, - ამბობს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის შტაბების კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

მიუხედავად იმისა, რომ ოფისი ფუნქციონირებას ჩვეულებრივ აგრძელებს, არჩევნების დასრულების შემდეგ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის შტაბის უფროსმა გაგა ივანიძემ პარტია დატოვა. იგი მიზეზად პირად საქმეებს ასახელებს: „აღარ ვარ მანდ, ბევრი პირადი საქმე მაქვს“.

ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღესფუნქციონირება არც კოსტავას ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისს შეუწყვეტია.

„შტაბის დახურვას არ ვაპირებთ. როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდება, სათანდოდ მოვემზადებით“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

ოპოზიციური პარტიებისგან გასნხვავებით, დახურულია მმართველი კოალიციის ახალციხის რაიონული შტაბი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. თუ რა ფორმით გააგრძელებს კოალიცია და ან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფუნქციონირებას ჯერ ცნობილი არ არის.

„ყველაფერი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ გაირკვევა. როგორც ვიცი მთლიანად იცვლება პარტიის სტრუქტურა და ის სამდივნოებად იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ საორგანიზაციო საკითხები და ის, შენობაში სადაც კოალიციის შტაბი იყო დარჩება თუ არა მომავალში უკვე პარტია „ქართული ოცნება“, ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ექვსი პარტიული ოფისიდან ხუთი დაიკეტა
არჩევნების შედეგები – ასპინძა [სრული]
არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
სამცხე-ჯავახეთში ”ოცნების” შტაბები დაიკეტა
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა