FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2020
აქციის მონაწილეების მთაში ასვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მომთაბარე მწყემსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა, რომლებსაც 15 000 ცხვარი და 300 სული საქონელი ჰყავთ მიბარებული, დროებითი საცხოვრებელი სახლების დაშლა დაიწყეს.

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

ე.წ უზუნჩაირის მთაზე, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის 13 სოფლის სათიბები და საძოვრებია, კახეთიდან ასობით ცხვარი და ძროხა ერთი თვის წინ აიყვანეს.

ახალციხის სოფლებში მცხოვრები მოსახლება მომთაბარე მწყემსების მათი სათიბებიდან გაყვანას 20 დღეა ითხოვენ.

„ხუთი ოჯახი ვართ ჩამოსული კახეთიდან, 20 დღის განმავლობაში მოვდიოდით, არ ვიცოდით თუ ეს კერძო საკუთრება იყო, ჩვენ დაქირავებული მწყემსები ვართ. 15 000 ცხვარი და 300 სული ძროხა გვყავს, ბავშვებით ვართ ჩამოსულები. დღეს პოლიცია ამოვიდა და გვითხრა ეს ტერიტორია უნდა დატოვოთო, მივდივართ, მაგრამ არ ვიცით სად, პირუტყვის მეპატრონე მოვა და გადავწყვეტთ“, – ამბობს ბახმან რახიმოვი.

მთაში ადგილობრივებთან ერთად პოლიციის და ახალციხის მერიის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

ჭაჭარაქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მწყემსებს პოლიციის და მერიის თანამშრომლებმა თავდაპირველად აბის მთაში გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ ისინი არ დათანხმდნენ.

„აბის მთაშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის საძოვრებია, ჩვენსავით ისინიც დაზარალდებიან, ამის ნებას არ მივცემთ, როგორც გავიგეთ მერიას ურალები მოჰყავს და მწყემსებს ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარებიან, ისევ კახეთში უნდა დააბრუნონ“, – აცხადებენ ჭაჭარაქში მცხოვრებლები.

ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ორჯერ გამართა. ისინი ე.წ უზუნჩაირის მთიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვდნენ, დღეს მერთან ზაზა მელქიძესთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ "პრობლემას თავად მოაგვარებდნენ" და მთაში წავიდნენ.

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]
სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ -  ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]
‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე
ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
პროტესტი ახალციხეში – საძოვრების პრობლემის გამო მოსახლეობა მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს