FM97.5 / LIVE

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, განათლება, კორონავირუსი 10.07.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 ივლისს გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს covid-19 დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება, ნაწილი კი დაკვირვების ქვეშაა და შესაძლოა საკარანტინო ზონაშიც გადაიყვანონ.

„ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 973-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4 851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა