FM97.5 / LIVE

‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2020
ახალციხეში 13 სოფლის მოსახლეობა ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივის, ადგილობრივები მთიდან, სადაც სათიბები და საძოვრები აქვთ, მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ. მოქალაქეები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.

‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

„12 000 ცხვარია ჩვენს მთებში, განადგურებულია საძოვრები და სათიბები. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა, ვიღაცის იმედი აქვთ ალბათ, ისე ამდენს ვერ ჩამოიყვანდნენ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ამის გაგება გვინდა. თვეზე მეტია ვითხოვთ, რომ წაიყვანონ, თუ არა ჩვენ ავალთ მთაზე ოჯახებით, ცოლ–შვილით და გავყრით. 30 სული საქონელი მყავს სად უნდა მოვთიბო, რომ ზამთარში ვაჭამო საქონელს? უკვე მეორედ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გვეუბნებიან დღეს–ხვალ, მაგრამ შედეგი არ არის, როგორ შეიძლება ასე? არ ჰყავს პატრონი“, – ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები მინას სარქისიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სათიბებში ასობით ცხვარს და ძროხას დაქირავებული მწყემსები აძოვებენ.

„არ ვიცით ზამთარში რით უნდა გამოვკვებოთ პირუტყვი. 70 სული საქონელი მოგვპარეს და არავინ გვეხმარება მათ მოძებნაში, ვინმე ხომ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი, რომ მოსახლეობას დაეხმაროს“, – ამბობს გიორგი მინასიანი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 13 სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი, ისინი იქამდე არ წავლენ, ვიდრე მხარის რწმუნებულს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ შეხვდებიან.

„15–20 დღეში სათიბად უნდა ავიდეთ მთაში, მაგრამ იქ გასათიბი არაფერია, რა უნდა ვქნათ ზამთარში? მაშინ მოგვიტანონ 1 500 პრესი თითო ოჯახს და ხმას აღარ ამოვიღებთ. შეხვედრას ვითხოვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან“, – ამბობს სოფელი ჭაჭარაქის მკვიდრი მინას სარქისიანი.

მსგავსი აქცია ადგილობრივებმა 24 ივნისსაც გამართეს. მაშინ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა.

‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროტესტი ახალციხეში – საძოვრების პრობლემის გამო მოსახლეობა მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს
'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]
გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ
სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
‘სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება’ -  რა დაპირება მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა [ვიდეო]
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]