FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.07.2020
ახალციხეში გვიან ღამით მაღაზია დაიწვა, სრულად განადგურდა სურსათი, ბოსტნეული და პარფიუმერია. მეპატრონის განცხადებით ზარალი 100 000 ლარამდეა.

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

მეზობლებმა ცეცხლი ღამის ოთხი საათისთვის შენიშნეს და სახანძროში დარეკეს.

"დაახლოებით 03:30 საათი იქნებოდა, თანამშრომლები გარეთ გამოვედით, რომ ცოტა დაგვესვენა, ცეცხლი შევნიშნეთ და 112–ში დავრეკეთ. მეორე მეზობელი წავიდა, რომ მეპატრონე ამოეყვანა, სამი სახანძრო მოვიდა, ცეცხლი ძლივს ჩააქვრეს", – ამბობს მაღაზიასთან მდებარე საცხობის თანამშრომელი.

მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალი დაახლოებით 100 000 ლარია.

"მთლიანად დაიწვა ყველაფერი, ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ხანძარი, როგორც ყოველთვის დაუკეტიათ თანამშრომლებს და წასულან", – ამბობს მაღაზიის მეპატრონე ზურა დურგლიშვილი.

ხანძარს გადაურჩა მაღაზიასთან მდებარე "ლიბერთის" ბანკომატი და "საქართველოს ბანკის" გადახდის აპარატი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ახალციხის მერიის თანამშრომლები.

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

ახალციხეში 'ზურების' მაღაზია დაიწვა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  მაღაზიის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა

სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]
ახალციხის მეორე სკოლის ეზოში ცეცხლი გაჩნდა
ასპინძაში, მინდორში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ტყეს უახლოვდება