FM97.5 / LIVE

აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2020
აბასთუმნის შემოვლით გზაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. 50 მილიონიან პროექტს შპს „ჯეუ გრუპი“ შეასრულებს. მასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია.

აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს „ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულება 6 ივლისს გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, აბასთუმანში, დასავლეთ მხარეს, მთაგორიან რელიეფში, დაუსახლებელ, ტყიან მასივში უნდა გაიჭრას შემოსავლელი გზა. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანები დაბაზე აღარ ივლიან და მათ დასავლეთ საქართველოში გადასვლა შეეძლებათ აბასთუმანზე შემოვლით.

შემოვლითი გზა იწყება მდინარე აბასთუმნისა და კურცხანას შესართავთან და მთლიანობაში 60 კილომეტრს შეადგენს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. მათგან 9.2 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.

აბასთუმნის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 13 მარტს, 50 032 960 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო: შპს ფერი, შპს New Road, ჯეუ გრუპი, JOINT VENTURE OF “NWC SHANDONG”, აკკორდ ჯორჯია - მაქრო ქონსთრაქშენი, შპს არალი. მათგან სამს, (არალი, აკკორდ ჯორჯია - მაქრო ქონსთრაქშენი, JOINT VENTURE OF “NWC SHANDONG”) ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.

კომპანია, რომელმაც 50 მილიონ ლარად შეფასებული პროექტი უნდა შეასრულოს თბილისშია რეგისტრირებული. მისი 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები და წილის მმართველები არიან ნინო კიკაბიძე და გიორგი მარკოიშვილი. ორივე მათგანი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველები არიან. 2017 წელს თითოეულმა მათგანმა პარტიას 25 000-25 000 ლარი შესწირეს.

აბასთუმნის შემოვლითი გზა ის პროექტია, რომლის გაყვანასაც ბუნებისდამცველები ეწინააღმდეგებიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ეროვნულ პარკზე საავტომობილო გზის გაჭრა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს ტერიტორია არის ეროვნული პარკის ერთ–ერთი ზონა, ეროვნული პარკი თავისთავად იქმნება იმ სახით, როგორიც არის, რადგან იქ გავრცელებული სახეობები არის ღირებული და შევთანხმდით ყველა, რომ ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. ნებისმიერი ასეთი სახის ჩარევა იწვევს მნიშვნელოვან ზეგავლენას და პირვანდელი სახით არსებული გარემოს განადგურებას. ეს არის ზიანი, რომელიც არ შეიძლება იყოს შერბილებული და კომპენსირებული, ეს ზემოქმედება იქნება შეუქცევადი და ამ ტერიტორიისთვის დაუშვებელი“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.

ორგანიზაციამ შემოვლითი გზის საქმეზე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება, „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობა, 2018 წელს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ორი კვირით ისვენებდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში „ექსპერიმენტის“ ჩატარებას აპირებდა და ელექტრომობილები უნდა შეეყვანა, ამიტომ აქ სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადების შესაბამისად, უკვე დაწყებული ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდებოდა და ამისთვის 60 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტით სამუშაოები 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა დაიგეგმა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა, 2020 წლიდან დაიწყება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე
საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს