FM97.5 / LIVE

ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.07.2020
ადიგენის სამ და ახალციხის ერთ სოფელში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. შესაბამისი პრეპარატით მთლიანობაში 810 ჰა ფართობი შეიწამლა.

ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოთხ სოფელში ჩაატარა. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით პრეპარატით დამუშავდა.

კალიის საწინააღმდეგოდ სათიბ-საძოვარი და დასახლების გარშემო მიმდებარე ტერიტორიები შეიწამლა:

ადიგენში:

ვარხანი - 660 ჰა
არალი - 30 ჰა
წახანი - 30 ჰა

ახალციხეში:

ვალე - 90 ჰა

„ამ ტერიტორიებზე იყო მონიტორინგის ჯგუფი, მათ დააფიქსირეს კალია და აღნიშნულის შემდეგ დამუშავდა ფართობები“, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კალიის წინააღმდეგ ფართობები კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დაამუშავა, მთლიანობაში 26 000 ჰა.

მათი ინფორმაციით, იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

[თაკო ფეიქრიშვილი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
არალში ყირიმ-კონგოს დაფიქსირების შემდეგ, საქონელს ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით ამუშავებენ
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
ნინოწმინდაში სურსათის სააგენტომ ის საცხობი დახურა, რომელიც სკოლას ამარაგებდა
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო