FM97.5 / LIVE

წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის ტყეში ხეებს მავნებელი, მბეჭდავი ქერქიჭამია აზიანებს. ტყის მასივის შესწავლის შემდეგ, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში დაზიანებული ხეების მოჭრა დაიწყება.

წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

წინუბნის ტყე გასულ კვირას ტყის დაცვის სამართველომ შეამოწმა. დადგინდა, რომ ხეებს მბეჭდავი ქერქიჭამია ახმობს.

„წინუბნის ტყეში, როგორც მთელს რეგიონში, სადაც ნაძვის და ფიჭვის მასივია, მბეჭდავი ქერქიჭამიაა გავრცელებული. ჩვენი სამსახურის მხრიდან მომდევნო კვირას კიდევ ერთხელ განხორციელდება ტყის დათვალიერება“, – გვითხრა ტყის დაცვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მამადაშვილმა.

მისი განმარტებით, მავნებლის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაზიანებული ხეები უნდა მოიჭრას.

„დაზიანებული ხეების ჭრა უნდა მოხდეს, რათა დაიწყოს ტყის გათავისუფლება მავნებლისგან და სანიტარული მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მოჭრას დავიწყებთ, მაშინ, როცა ადგილობრივებისაგან მოთხოვნა იქნება საშეშე მასალის გაცემაზე“, – გვითხრა მამადაშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ფართობზეა გავრცელებული წინუბნის ტყეში „მეჭდავი ქერქიჭამია“.

„ჭრის დროს, როცა ტყეკაფი გამოიყოფა მაშინ დაზუსტდება რამდენი კუბამეტრი მოიჭრება და რა ფართობზეა გავრცელებული მავნებელი“, – ამბობს მამადაშვილი.

ტყის დაცვის სამმართველოს სამსახურის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში პირველად „მბეჭდავი ქერქიჭამია“ 2011 წელს გაჩნდა. როგორც სამმართველოში აცხადებენ, მავნებელი რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 26 000 ჰექტარზეა გავრცელებული.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმება
სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს
აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს