FM97.5 / LIVE

პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

მთავარისაზოგადოება 07.07.2020
სათხეს მოსახლეობა სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ნინოწმინდის მერიას სთხოვს, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს.

პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა
ფოტო: რადიო "ნორი"

ექვს ივლისს სათხეში მცხოვრებლები ჯერ ნინოწმინდის მერს შეხვდნენ, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნის შემდეგ დაიშალნენ.

ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა სოფლის მხოლოდ ერთ უბანში, დაახლოებით 40 ოჯახს აწუხებს.

„არარაციონალურად იყენებენ წყალს, ყანებს რწყავენ, ჩვენ კი გვეუბნებიან მოდით და გააკონტროლეთო. 13:00 საათზე იყვნენ მერიაში, შევხვდი ვესაუბრე ვუთხარი, რომ საჭიროა ახალი პროექტის მომზადება, მანამდე კი რაციონალურად უნდა გამოიყენონ წყალი. ვუთხარი თქვენი პრობლემის შესახებ განცხადებით მოგვმართეთ–მეთქი, არ მოიტანეს განცხადება და გადაწყვიტეს გზის ჩაკეტვით გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება“,– განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

სოფელი სათხეს მერის წარმომადგენელი გალუსტ კალოიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, ცენტრალური გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს
გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს
სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]