FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2020
ახალციხეში მცხოვრები დავით აბდუშელიშვილი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული, წლებია საცხოვრებელ კორპუსზე ლიფტის დამონტაჟებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში შშმ პირს ოთხი წელია ეუბნებიან, რომ საკითხს იკვლევენ.

ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

დავითს ცხრა წელია გადაადგილება არ შეუძლია. იგი ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორუსის მესამე სართულზე ცხოვრობს. ადგილობრივ თვითმმართველობას 2015 წელს დაპირებული ლიფტის გაკეთება ერთი თვის წინ, წერილობით შეახსენა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

„მერიიდან მიმდინარე წლის იანვარში შემოირბინეს და ეგ იყო. ერთი თვის წინაც მივწერე წერილი, არ მიპასუხეს, არ ვიცი რატომ მატყუებენ. ლიფტების ხელოსანი წინა წლის ნოემბერში მოვიდა. მითხრა, მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, მერე მე მოვალ და დავამონტაჟებო“, - ამბობს აბდუშელიშვილი.

ახალციხის მერიაში აბდუშელიშვილის ამბავზე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხს იკვლევენ: „სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, ვიკვლევთ როგორ შეიძლება გაკეთდეს“.

აბდუშელიშვილის პრობლემის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ 2016 წლიდან წერს. ყოფილმა მაიორმა, რომელმაც ტრამვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2011 წელს მიიღო, ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარება ჯერ იდევ 2015 წელს სთხოვა. 2016 წელს ახალციხის მერის ყოფილმა მოადგილე ზაზა გელაძემ განაცხადა, რომ "აქტიურად ეძებდნენ კომპანიას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა და ლიფტს დაამონჟებდა".

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
საია: დავით აბდუშელიშვილის საქმეზე არაეფექტური გამოძიება მიზანმიმართულად მიმდინარეობს
ახალციხეში ორ შენობაში არსებულ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა