FM97.5 / LIVE

კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2020
26 ივნისს კლდეში დამწვარ 39 წლის კაცს, კანის გადანერგვა სჭირდება. იგი თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.

კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

„პაციენტი სტაბილურადაა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ კვირაში კანის გადანერგვის ოპერაციას გავუკეთებთ“, - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

39 წლის კაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. „დამწვარი აქვს სახე, თავი მთლიანად, გულ–მკერდის წინ ზედაპირი, მუცლის წინა ზედაპირი, ორივე ზემოკიდური და მტევნები“.

შემთხვევა 26 ივნისს საღამოს მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, 39 წლის კაცი მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, კოცონთან ქეიფობდა. როცა ცეცხლი მინელდა კაცმა გადაწყვიტა, რომ იგი ხელახლა დაენთო, რისთვისაც ბენზინიანი ბოთლით წავიდა ცეცხლისკენ. კოცონთან იგი მოულოდნელად დაეცა და ბენზინი ნაკვერჩხალს მიესხა, რის გამოც ცეცხლი აალდა და ალმა კაცი დაწვა.

მეორე ვერსიით კი დაშავებულმა ბენზინი დალია, მასთან ახლოს მყოფმა კი ცეცხლი მოუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით გრძელდება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘პაციენტი მძიმეა, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ’ – ექიმი კლდეში დამწვარ კაცზე
'ნასვამი იყო და ცეცხლის ალი მოედო' - რა მოხდა სოფელ კლდეში
აწყურთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაციას გაუკეთებენ
სოფელ კლდეში ავარიის შედეგად 72 წლის კაცი გარდაიცვალა
თბილისში კორპუსიდან 29 წლის კაცი გადმოვარდა, გარდაცვლილი ვალედან არის
ბორჯომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს