FM97.5 / LIVE

ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2020
მანანა მჭედლიძეს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მთავარ არტერიაზე თანდაყოლილი ანევრიზმა აქვს, რაც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. სადაზღვეო კომპანიები ოპერაციას არ აფინანსებენ.

ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს  სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

„13 წლის წინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და დღემდე ღია ჭრილობა მაქვს, არ შემიხორცდა და სავარაუდოდ აქედან წარმოიქმნა ანევრიზმა. ორი ცალია, ერთი დიდი და ერთი პატარა. ყოველდღე სკდება კაპილარები და სისხლდენა მაქვს, ამის გამო ჰემოგლობინი დამივარდა. რამდეჯერმე სისხლიც გადავისხი, მაგრამ ვერ არეგულირებენ მაინც ჰემოგლობინს“ – ამბობს მანანა მჭედლიძე.

ოპერაციისთვის მას 20 000 ლარი სჭირდება, საიდანაც 4 000–მდე უკვე შეგროვდა.

„ახალციხის მერიამ ჩაგვირიცხა 1 000 ლარი, ჯანდაცვამ 3 000. თავდაცვის სამინისტროსგანაც ველოდებით, თუმცა თანხა სრულად მაინც არ იფარება. ოპერაცია ორ ეტაპად უნდა ჩატარდეს, მანამდე აუცილებელია მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, ამისთვისაც 8 000 ლარი გვჭირდება, რომელსაც ასევე არ აფინანსებს არცერთი სადაზღვეო, რადგან ანევრიზმა თანდაყოლილია. ბინაც იპოთეკით გვაქვს ნაყიდი, თორემ იმასაც გავყიდდი“, – ამბობს მანანა.

მანანას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე: GE12BG0000000732757800GEL მიმღები მანანა მჭედლიძე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
‘მხოლოდ 400 ლარი გვაქვს’ – დავით გაბოძის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა
ხატია პარუნაშვილისთვის საქველმოქმედო კონცერტზე 400 ლარი შეგროვდა
საქველმოქმედო აქცია მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად
32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ –  28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა