FM97.5 / LIVE

რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
აბასთუმანში ავტოსადგურის დაპროექტება-მშენებლობისათვის დაახლოებით 9 მილიონ ლარიანი ტენდერი კერძო კომპანიის ინიციატივას შეეწირა. ტენდერში გამარჯვებულს ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ მგფ-მა მასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა. ტენდერი კი სულ თავიდან, მესამედ გამოაცხადა.

რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

სოფელ აბასთუმნის შესასვლელში ავტოსადგომის მოწყობისათვის მიწის მოსწორება 2019 წლის სექტემბერში ამხანაგობა „ერთობლივი საქმიანობა აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ დაიწყო. იგი ტენდერში გამარჯვებული იყო და დაახლოებით 9 მილიონ ლარად, პროექტიც უნდა მოემზადებინა და მშენებლობაც განეხორციელებინა.

კომპანიას მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებების გატარება მოსთხოვა. რომელსაც საფუძვლად დაედო შპს „ბიგ სერვისის“ მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული წინადადება - კომპანიამ გამოხატა ინტერესი ავტოსადგომზე ელექტროდამტენები დამონტაჟებულიყო, რომლებიც ელექტოენერგიით ავტოსადგომზე განთავსებული მზის ელექტროსადგურებიდან მომარაგდებოდა.

„ბიგ სერვისის“ ინიციატივა ადიგენის მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგინა, ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს, საბოლოოდ, ინიციატივა მოწონებული იქნა, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებაში ცვლილებაზე უარი განაცხადა, ამიტომ ორმხრივი გადაწყვეტილებით ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა.

აბასთუმანში ავტოსადგომისა და ავტოსადგურის მშენებლობას რამდენიმე ეტაპიანი ისტორია აქვს:

პირველი ტენდერი: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე პირველად ტენდერი მუნციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის 18 აპრილს გამოაცხადა.

თანხა 9 028 361 ლარით განისაზღვრა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ მიიღო. მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ეს ფაქტი დოკუნეტში ასეა განმარტებული.

„ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს ამხანაგობის თითოეული მონაწილე („აბსოლუტ სერვისი“ და „კომპანია ბლექ სი გრუპი“) მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. აღნიშული ინფორმაცია არ იძებნება, არც ტექნიკური დოკუმენტაციის ველში. აღნიშნულის გათვალისწინებით საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ნაწილში, ამხანაგობის წევრებს შორის ვალდებულების განაწილების შესახებ ინფორმაცია არის ბუნდოვანი, არ არის კონკრეტული და მკაფიოდ გამიჯნული...“, - წერია დოკუმენტაციაში.

შესაბამისად, "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ 2019 წლის 20 მაისს დისკვალიფიკაცია მიიღო.

მეორე ტენდერი: 21 მაისს, იგივე პროექტზე კიდევ ერთი ტენდერი დაიდო. ამჯერად, მასში მონაწილეობა ორმა პრეტენდერტმა მიიღო: „ამხნაგობა პარკინგმა“ და "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა".

ტენდერში „ამხანაგობა პარკინგის“ შეთავაზება იყო 8 965 994 ლარი, ხოლო "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპის" - 8 989 898 ლარი.

2019 წლის 11 ივლისს „ამხანაგობა პარკინგმა“, სადაც შპს „საქგზამეცნიერება“, შპს ელემენტ კონსტრაქშენი“ და შპს ენსისი“ ერთიანდებიან, დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან მასში შემავალმა ერთ-ერთმა კომპანიამ, შპს „ენსისიმ“ დროულად ვერ წარმოადგინა შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

შესაბამისად, სატენდერო კომისიამ განიხილა "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპის“ შეთავაზება. ამჯერად ამხანაგობამ სატენდერო დოკუმენტაციაში საკუთარი ვალდებულებები გაწერა. კერძოდ, შპს „აბსოლუტ სერვისმა“ ვალდებულება აიღო, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებდა, ხოლო კომპანია „ბლექ სი გრუპი“ სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებდა.

2019 წლის 25 ივლისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმანში ავტოსადგომისა და ავტოსადგურის, როგორც დაპროექტების, ასევე მშენებლობის პროექტზე ტენდერი "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპთან“ გააფორმა, დაახლოებით 9 მილიონ ლარად.

კომპანიამ ტენდერში მითითებულ ადგილზე, სოფელ აბასთუმანში, დაბის შესასვლელთან ტერიტორიოის მოსწორების სამუშაოებიც დაიწყო.

2020 წლის 5 მარტს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და იგი ვადამდე ადრე შეწყდა. ამის მიზეზად სატენდერო დოკუმენტებში წერია, რომ ფონდს ადიგენის მუნიციპალიტეტმა მიმართა კერძო სექტორის ინიციატივით, რომ სოფელ აბასთუმანში მშენებარე ავტოსადგომზე ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებისა და მზის ელექტოსადგურების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გაჟღერებულ კერძო სექტორის ინიციატივას 2020 წლის 31 მარტს დაეთანხმა ეკონომიკის სამინისტრო.

ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კონტრაქტორს - "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპს“ მოსთხოვა პროექტში ცვლილება შეეტანა. კერძოდ,

- 200 ელექტრომანქანის დამტენის მოწყობა;
- საპროექტო ტერიტორიაზე, 720 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის ფუნქციის უცვლელად, მზის პანელების მოწოდება და მოწყობა საერთო სიმძლავრით 1-1.5 მეგავატი.

რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილებებით სრულიად ეცვლება სახე ხელშეკრულების საგანს, ამისი განხორციელება მათი ხელშეკრულების საგანი არ არის და „მომსახურების შინაარსი არ შედის კომპანიის სამშენებლო მომსახურების სფეროში“. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა.

მგფ-მ ამხანაგობის მიერ შესრულებული სამუშაოები აანაზღაურა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ მოამზადა:

საინჟინრო - გეოლოგიური კვლევა;
ტოპო რუკა ;
მთლიანობაში საკვლევ-საძიებო სამუშაოებმა შეადგინა 35 683 ლარი.

მესამე ტენდერი: პირველ ივლისს, სოფელ აბასთუმანში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობის მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად, 450 000 ლარიანი ტენდერში სამშენებლო სამუშაოები არ შედის.

გასაწევი მომსახურება შედგება ოთხი ეტაპისგან:

• I ფაზა - ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ობიექტის საველე შესწავლა და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება (2 ვარიანტი);
• II ფაზა - ესკიზური პროექტის მომზადება;
• III ფაზა - საბოლოო, დეტალური მუშა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
• IV ფაზა - სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა.

მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს ავტოსადგურის, ღია ავტოსადგომისა და ხიდის (ან ხიდების) დეტალური პროექტი.

- ღია ავტოსადგომის დაპროექტება 1000 მანქანაზე. აქედან: 200 ავტოსადგომი, განკუთვნილი ელექტრო მანქანებისთვის, სადაც მომავალში დაპროექტდება 22kW ან მეტი სიმძლავრის დამტენი პორტალები, მათ შორის 100 ავტოსადგომი ელექტრო მანქანებისთვის უნდა იყოს გადახურული.

- შენობა ტრანსფორმატორის, ელექტრო გამანაწილებლებისა და ამომრთველებისათვის, დაახლოებით 60 მ 2 ფართის, ასევე საკაბელო არხები, გარდამქმნელებიდან სატანფორმატორომდე და დამტენ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად, ზომებით დაახლოებით 80X80 სმ.

- 10 ავტობუსის ავტოსადგომი.

ტენდერში წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება.

აბასთუმნის ავტოსადგომზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა.

რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო
გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
მოხეს სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა