FM97.5 / LIVE

'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებლები, დასახლებასთან ახლოს დამონტაჟებული მაგითის ანძის გადატანას ითხოვენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ანძას გამოსხვივება აქვს, რის გამოც ხშირად თავის ტკივილები აწუხებთ.

'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

ბოლაჯურში მაგთის ანძა ორი წლის წინ დადგეს. ამდენივე წელია ადგილობრივები უშედეგოდ ითხოვენ, რომ ანძა სოფლიდან მოშოებით გადაიტანონ.

„თავის ტკივილები გვაწუხებს, თავბრუსხვევებიც გვაქვს. ხელმოწერები შევაგროვეთ, მივმართეთ გამგებელსაც, გამორთონ ან ისეთ ადგილას გადაიტანონ, საიდანაც ხალხს პრობლემას არ შეუქმნის“, – ამბობს ადგილობრივი ლამზირა მასკაძე.

ანძის სოფლიდან მოშორებით გადატანას ითხოვს, ამავე სოფელში მცხოვრები ნაირა ზამბახიძეც.

„ძალიან მოქმედებს წნევაზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულ–სისხლძრღვთა დაავადებები აწუხებს. დავაყენეთ საკითხი რომ აქედან წაიღონ. დაახლოებით სამი კვირის წინ შევაგროვეთ ხელმოწერები და სოფელში მერის წარმომადგენელს, ჯემალი ჩხიტუნიძეს გადავეცით. მოთენთილობა და თავის ტკივილები გვაქვს სულ. ღამე განსაკუთრებით ისმის ხმა – გუგუნებს, გამოსხივება აქვს და ძალიან ცუდად ვხვდები“,– ამბობს ნაირა ზაბახიძე.

მაგთის ანძა დასახლებიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.

„როცა აპარატი გათიშულია არაფერს ვგრძნობთ, ჩართვისთანავე ცუდად ვართ. სოფლის ბოლოში ვინც ცხოვრობს ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ და ძალიან ცუდად ვხვდებით“,– გვითხრა ირმა ავდოშვილმა.

'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

სოფელ ბოლაჯურში მერის წარმომადგენელის ჯემალ ჩხიტუნიძის თქმით, ანძა უნებართვოთ არის დადგმული: „მერიას არ გაუცია ნებართვა, თვითნებურად დადგეს და ამას მოჰყვა პრობლემა. მივწერეთ მაგთიკომის გენერალურ დირექტორს, რომ ჩამოვიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტონ გადაიტანენ, თუ არა“,– ამბობს ჯემალ ჩხიტუნიძე და ამატებს, რომ კომპანია მაგთის წარმომადგენლები სოფელში სავარაუდოდ ორ კვირაში ჩავლენ.

გადაიტანენ თუ არა ანძას სოფლიდან მოშორებით და ჰქონდა თუ არა დამონტაჟების ნებართვა ამ ეტაზე უცნობია, „სამხრეთის კარიბჭეს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ დისტანციურად მუშაობენ და პასუხს მხოლოდ წერილობით გაგვცემენ.

'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სხვილისელები სოფლიდან „ჯეოსელის“ ანძის გატანას ითხოვენ
შემოსავლების სამსახური: ნინოწმინდის საბაჟოზე პრობლემა აღმოფხვრილია
ვალესა და ახალციხის 6 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
ხმა სოფლიდან: ავარიული სკოლა და ბაღი ბოლაჯურში [Audio]
ბოლაჯურში მიწების დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება

წინუბანსა და გურკელს ელექტროენერგია არ მიეწოდება