FM97.5 / LIVE

მივდივართ საროში [ფოტო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 06.07.2020
ხეტიალის დრო მოვიდა. ჰოდა, ნელ–ნელა მოგაწოდებთ ამბებს იმ ადგილებზე სადაც უნდა წახეტიალდეთ. დღეს, სოფელ საროზე მოგიყვებით.

მივდივართ საროში  [ფოტო]

„სოფელი სარო ძევს ჯავახეთში. ახალქალაქის მაზრაში, 25–3–ვერსზე ახალქალაქიდამ ჩრდილო–დასავლეთისაკენ მისგან. ჯავახეთის ვაკე–გორს განაპირზედ. საიდამაც ვითარცა ხელის გულზედ, იხილეს მშვენიერი სანახები მტკვრის ამწვანებული ხეობისა“. (ივ. როსტომაშვილის 1901 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია)

სოფელი სარო ასპინძას ეკუთვნის, მუნიციპალური ცენტიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული.

ასპინძაში თბილისიდან ერთი წალკა – ნინოწმინდა – ახალქალაქისა და მეორე გზით – ხაშური–ბორჯომი – ახალციხის გავლითაც შეგიძლიათ მოხვდეთ. სოფლამდე მიმავალი გზა კარგია.

დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი: თბილისი – ასპინძა, ფასი 12 ლარი.

ასპინძიდან შეგიძლიათ ფეხითაც წახეტიალდეთ, ან ტაქსით ისარგებლოთ, თუმცა უკან დაბრუნებისას ტრანსპორტი ნამდვილად არ დაგჭირდებათ. გზას ჩამოირბეთ, არ ვაჭარბებ. თან ისეთი ლამაზია დაბლაა, მტკვარი მაღლიდან პატარა რუს ჰგავს. რაც დაბლა ეშვები რუ ფართოვდება და როცა აღიქვამ რომ რუ მდინარედ ქცეულა, ჩამოსულხარ და ეგააა.

საროს ვსტუმრობთ


მწვანე ხავსმოკიდებული ქვები და მზეზე გაფენილი თუთის ტყლაპი დაგხვდებათ ახლა საროში. ფრიალებს თოკზე სარეცხივით გაფენილი ტყლაპი და ამ სიფრიფანა, ქარვისფერი ნუგბარის უკან დიდი შრომა იმალება.

მივდივართ საროში  [ფოტო]

ციალა ასპანიძე–გიორგაძე 84 წლისაა და სოფლის წყაროზე თუთის ტყლაპის საფენებს რეცხავდა როცა მივედით. საქმეს არ მოცდა ისე გვითხრა, რომ ასაკის მიუხედავად ყველაფრის გაკეთება შეუძლია და დიდი ოჯახის დიასახლისია.

მივდივართ საროში  [ფოტო]

წყაროზე პატარ ბიჭებიც იყვნენ, მათაც გავესაუბრე.

მივდივართ საროში  [ფოტო]
ვახო ღონღაძე – 10 წლის. უნდა პოლიციელი გამოვიდეს.

მივდივართ საროში  [ფოტო]
გიო მაისურაძე – 4 წლის. „ჯარისკაცი უნდა გამოვიდე, რუსებს უნდა შეუტიო“, – მეუბნება უსერიოზულესი სახით.

მივდივართ საროში  [ფოტო]
თორნიკე გიორგაძე – 10 წლის. წყაროს თავზეა შემოსკუპებული და ფოტოც იქ გადავუღე, მასაც პოლიციელობა უნდა.

მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევს. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, კარტოფილი.

სანდოძე ლალი სოფელ საროში დაიბადა, აქ გაიზარდა და აქ გათხოვდა. აქაურობა უყვარს, წასვლას არსად აპირებს, თუმცა გვეუბნება, რომ სოფელში უამრავი პრობლემაა, რომ სარო აღარავის უნდა, ახალგაზრდები არ ჩერდებიან, მიდიან ქალაქში. სოფელში არც საბავშვო ბაღია, არც სამედიცინო პუნქტი, არც მაღაზია.

სოფლის განაპირას დგას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია – თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია ვულკანური წარმოშობის ნაცრისფერი ქვით. შენობის კუთხეები, ღიობების წირთხლები, სარკმლის შემორჩენილი თავსართები ამოყვანილია სუფთად გათლილი ტუფით.

მივდივართ საროში  [ფოტო]

საროში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოთ მესხური დარბაზები. ასპანიძეების სამასწლიანი მესხურ დარბაზი ახლა ძლივსღა დგას ფეხზე, აქაურობა მოუვლელია, თუმცა როცა უყურებ უშველებელ მორებს, რომლებიც წვრილი წკეპლასავით არის დაწნილი, ტერასებად აწყობილ ჭერს, აღარც გზის ეკალ–ბარდი გახსენდება და ფიქრობ აქ როგორ არ უნდა მოვსულიყავი, ეს როგორ არ უნდა მენახა.

მივდივართ საროში  [ფოტო]

მივდივართ საროში  [ფოტო]

[გულო კოხოძე, ასპინძა]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

თუთის ტყლაპი  [ფოტო]
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
სარო – დევების სამფლობელო
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]
თუთის ტყლაპი - გემრიელი ნუგბარი მესხეთიდან [ვიდეო]