FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში 15–მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გაეცნო.

სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება


"2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში გამოყოფილი იყო, დაახლოებით 33 მილიონ ლარამდე თანხა, რამაც საშუალება მისცა რეგიონს 51-მდე პროექტი დაეგეგმა და განეხორციელებინა. მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს. თუ სადმე ჩამორჩენა და გრაფიკის ცვლილებაა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ პანდემიის გამო 2 თვე იძულებული ვიყავით პროექტები შეგვეჩერებინა. მიუხედავად ამისა როგორც კი მოგვეცა საშუალება პროექტების განახლების ძალიან სწრაფად მოხდა კომპანიების მიერ ხელახლა მობილიზაცია და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები", - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას.

რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ქალაქ ნინოწმინდის ძერჟინსკის და ბაღრამინაის ქუჩების მოასფალტება, თბილისის, გაგარინის და ლერმონტოვის ქუჩების მოასფალტება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ქალაქ ახალციხეში ცხრა აპრილის და რუსთავლის ქუჩის რეაბილიტაცია, სკვერის რეაბილიტაცია, კოსტავას, ნათენაძის, დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, N1 საბავშვო ბაღი, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახლქალაქის მუნიციპალიტეტში სულდა-მიახნიკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, არაგვა, გომნააოს, ბუღაშნის გზის რეაბილიტაცია და სხვა.

სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

[sknews.ge]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  4.4 მლნ ლარი დაიხარჯება
რა გაკეთდება 2020 წელს რეგფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში
ნინოწმინდაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში