FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში უმეტესად წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. სინოპტიკოსები ორი დღის განმავლობაში სეტყვას პროგნოზირებენ.

სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

დღეს, 6 ივლისს სამცხე–ჯავახეთში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღისით ჰაერი +34, +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია +11, +13 გრადუსი.
დღის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +9, +11 გრადუსი იქნება.

7 და 8 ივლისს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, დღისით +30, +32 გრადუსამდე შემცირდება. ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +13 გრადუსი შენარჩუნდება.

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +22, +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია +8, +10 გრადუსი.
9 და 10 ივლისს მთელს რეგიონში დღის განმავლობაში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვას ვარაუდობენ.

ხანოკლე წვიმა და ელჭექი იქნება ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო ღამით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11 ივლისიდან სამცხე–ჯავახეთში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

25 ივლისამდე სამცხე–ჯავახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს
4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 2 აგვისტოს ჩათვლით
ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს – კვირის ამინდის პროგნოზი