FM97.5 / LIVE

ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2020
ბორჯომში გოგირდოვანი აუზებისკენ მიმავალ გზაზე ხის მორებია დამზადებული. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საშეშე მერქანი უკანონოდ მოიჭრა.

ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი

მოჭრილი და „კოტრებად“ დამზადებული საშეშე მერქნის ფოტო სოციალურ ქსელში ბორჯომელმა ბაკურ გელაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, „სერნებისკენ“ მიმავალ გზაზე დამზადებული შეშა ადგილობრივმა შეამჩნია. აქაურები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ჭრა უკანონოდ იყოს.

„ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ვინც გაიარა იმან ჩამიგდო, რაც ფოტოში ჩანს, უფრო ნაძვია, ვიდრე ფოთლოვანი. ფაქტია, რომ დამზადებული და დაკოტრილია, მოქალაქემ გამომიგზავნა სურათი და ძალიან ცუდია, რომ ასეთი რამე ხდება ბორჯომში, ტყეში. რას უშლიდა ხელს იმ „სერნების“ გზაზე ვერ გეტყვით“, - ამბობს გელაშვილი.

მისივე თქმით, ბორჯომში ხე-ტყის ჭრის პირველი შემთხევევა ეს არ არის, ამიტომ დასადგენია, ნამდვილად მავნებლის გამო იჭრება ხეები თუ არა.
„ბორჯომში რომ ხე-ტყის მოჭრა ხდება, თუ პლატოს გავიხსენებთ, ვითომ ქერქიჭამიადან გამომდინარე. რამდენად რეალურია და რამდენად საჭიროა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ პლატოზე ხე-ტყე განადგურებულია და მას ხმობაც ემატება“.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში ამბობენ, რომ გოგირდოვანი აუზებისკენ მიმავალ გზაზე ხეები მავნებლის გამო ხმება, ამიტომ მათი ჭრა მიმდინარეობს.

„ეს კონკრეტული ფაქტი რა არის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სოციალური ტყე-კაფი გვქონდა. მაგ მიმართუილებით, „სერნებისკენ“ არის ძალიან დიდი ხმობა, მავნებლისგან არის დაავადებული. ბორჯომის პარკსა და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ჩვენ გავაკეთეთ ტყე-კაფი, რომ ეს ხმელი ხე, რომელიც ცუდი დასანახი იყო ტურიტებისთვის, სანამ ტურისტული სეზონი დაიწყებოდა მოგვეჭრა. ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, პარკმა მოგვმართა, რომ აღარ არის საჭირო, რადგან მოსახლეობა დადის და ნუღარ ვჭრითო და ჩვენც შევაჩერეთ ჭრა“, - ამბობს უფროსი მეტყევე კობა სილაგაძე.

ოფიციალურად გამოყოფილ ტყე-კაფის ტერიტორიაზე დაკოტრილი საშეშე მერქანი თუ კონტროლს გარეთ, ამისი გარკვევა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ვალდებულებაა. როგორც აქ ამბობენ, „სერნებისკენ“ მიმავალ გზაზე სანიტარული ჭრები დასრულებულია და ახლა სოციალური ჭრები მიმდინარეობს: „ამ ადგილზე დანომრილი ხე იჭრება. სანიტარული ჭრა დასრულდა და ახლა სოციალური ჭრა იწყება“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
სამინისტრო: ბორჯომში, სოციალური  და სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
გაჩეხილი ხეები ზაზალოს ტყეში[Video]
ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება
რატომ  იჭრება ფიჭვის ხეები სოფელ რუსთავთან
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს