FM97.5 / LIVE

სარო – დევების სამფლობელო

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2020
გოლიათები ან დევები თუ ზღაპრული გმირები გგონიათ, საროში სტუმრობის შემდეგ აღიარებთ რომ ეს მითიური ქმნილებები ნამდვილად არსებობდნენ.

სარო – დევების სამფლობელო

ასპინძის სოფელი სარო ალბათ დევებისა და გოლიათების სამფლობელო იყო. აქ ნახავთ უზარმაზარ, დაუმაშვებელი ქვებისა თუ ლოდებისგან გაკეთებულ ნაგებობებს. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). ეს მეგალითებია.

რა არის მეგალითი? – დავგუგლოთ – უზარმაზარი ქვებისაგან აღმართული ნაგებობა (აკლდამა, სამლოცველო და სხვ.); გავრცელებული იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-3-2 ათასწლეულებში ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში (კერძოდ, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზედაც).

სარო – დევების სამფლობელო

„სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.

ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა“.

სარო – დევების სამფლობელო

მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:

• „ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი);
• „ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა;
• „ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით;

თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.“

სარო – დევების სამფლობელო

აქ აღმოჩენილია დარანები, ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები) ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები).

[გულო კოხოძე, ასპინძა]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...
ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
ახალციხის ციხე ლიტვურ პროექტში
დღეს ახალციხის ციხე ვიზიტორებს არ მიიღებს
სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
ახალციხის ციხე 28–29 აპრილს არ იმუშავებს
დღეს ახალციხის ციხე აკურთხეს