FM97.5 / LIVE

ადიგენში სასულიერო პირის მიწაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესხური ვაზი დარგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე 3 300 ძირი მესხური ვაზის ჯიშის დარგეს. აღნიშნული ტერიტორია უდეში მოღვაწე სასულიერო პირმა, გრიგოლ ქურციკიძემ საპატრიარქოსგან 25 წლიანი იჯარით მიიღო.

ადიგენში სასულიერო პირის მიწაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესხური ვაზი დარგეს

სოფელ ბენარასთან რვა სახეობის მესხური ჯიშის ვაზი: მესხური მწვანე, ჩიტის თვალა, ხარისთვალა, კლერტმაგარა, ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი, შავი ასპინძურა და ხიხვი, უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა გრიგოლმა, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა და კლუბ „ტაოს“ მორაგბეებმა დარგეს.

ვაზის დარგვის პორცესში მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც.

ნაკვეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარასთან, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს. ის საპატრირქომ 2019 წლის სექტემბერში დაიკანონა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო და სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. თუმცა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის მიმართვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დასტურის შემდეგ, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს გადაეცა. რეესტრის მიხედვით აღნიშნულ ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულებით ირაკლი ქურციძეს (გრიგოლ ქურციკიძეს) მიმდინარე წლის თებერვალში გადაეცა და მიწით სარგებლობა 2045 წლამდე შეეძლება.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება
მესხურ ტერასებზე N6 საჯარო სკოლის  და TBC ბანკის თანამშრომლებმა ვაზი დარგეს
სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა ®
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
იყიდება მიწის ნაკვეთი ®
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე