FM97.5 / LIVE

აუდიტი: წყალმომარაგების კომპანია ვერ უზრუნველყოფს ხარისხის სათანადო კონტროლს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2020
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ხარვეზები დაუდგინდა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის კუთხით. გარდა ამისა ანგარიშში საუბარია აუთვისებელ ბიუჯეტსა და სხვა ნაკლოვანებებზე.

აუდიტი: წყალმომარაგების კომპანია ვერ უზრუნველყოფს ხარისხის სათანადო კონტროლს

აუდიტის სამსახურის თანახმად, წყალმომარაგების კომპანიას არ აქვს შემუშავებული სასმელი წყლის უსაფროების გეგმები, რაც სისტემური ჩავარდნის რისკებს ზრდის „შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ ორგანიზებულად და ყოვლისმომცველად“.

ანგარიშში ასევე საუბარია მონიტორინგისთვის ერთიანი ელექტრონული ბაზის არასებობასა და კომპანიის მიერ კონტროლის მიმდინარეობისას გათვალისწინებული რეგლამენტის დარღვევით.

ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანიას არ აქვს დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს წყლის ხარისხში გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში

„კომპანიის სამუშაო პროგრამებში არ არის გაწერილი იდენტიფიცირებული პოტენციური საფრთხეები და შემოწმებათა საჭირო რაოდენობა რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლების მიხედვით, ასევე სანიტარული დაცვის ზონების და რეზერვუარების მდგომარეობის შემოწმებების მიზნით, ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებები და მათი პერიოდულობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამები არსებული სახით ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და არ ითვლება პასუხისმგებელი პირებისთვის ზუსტ საოპერაციო მონიტორინგის გეგმად“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის გარდა, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში საქმიანობის შესწავლის შედეგად უწყებამ გამოავლინა:

• ბიუჯეტის ათვისების ნაკლოვანებები
• ბიუჯეტის ფორმირებასა და ბიზნესგეგმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
• შემოსავლების ფორმირებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
• შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

აუდიტის სამსახურის რეკმენდაციების მიხედვით, წყალმომარაგების კომპანიამ:

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, შეიმუშაოს და დანერგოს წყლის უსაფრთხოების გეგმები.
• შექმნას ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის შედეგების ამსახველი ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა და უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისთვის აღნიშნული ინფორმაციის პროაქტიული საჯაროობა.
• შიდა საზედამხედველო მექანიზმების და შიდა აუდიტის მეშვეობით, უზრუნველყოს წყლის ხარისხის კონტროლის მონაცემების რეგულარული დამუშავება, შეფასება, პერიოდული ანგარიშების მომზადება და მიღებული შედეგების გამოყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესში.
• მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი უზრუნველყოს რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები რეგლამენტში ცვლილებების დადგენილი წესით ინიცირებისათვის.

იხილეთ აუდიტის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას