FM97.5 / LIVE

'სოცაგენტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა' – EMC ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2020
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სოცაგენტების ყოველთვიური ხელფასი ღირსეული შრომისა და ცხოვრების შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს, მათი ანაზღაურება ქვეყანაში არსებულ ისედაც არაადეკვატურად დაბალ საარსებო მინიმუმსაც კი საგრძნობლად ჩამორჩება. EMC მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები.

'სოცაგენტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა' – EMC ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

ENC ეხმიანება სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს. EMC მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები.

დღეს, 29 ივნისს, შრომითი მედიაციის წარუმატებელი პროცესის შემდეგ, სოციალური აგენტები აპირებენ გაფიცვის დაწყების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართონ და სამ დღეში ოფიციალურად გაიფიცონ. სოციალური აგენტები ითხოვენ: ხელფასის, სულ მცირე, საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას; ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას; რეგიონების ტრანსპორტით უზრუნველყოფას; შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უვადო ხელშეკრულებების დადებას; სოციალურ აგენტებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა.


იმ ვითარებაში, როცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ასიათასობით ადამიანმა შემოსავალი დაკარგა, ხოლო მთავრობის ანტიკრიზისულმა სოციალურმა დახმარებებმა საზოგადოების მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფების ნაწილი მხარდაჭერის მიღმა დატოვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის სისტემის მოქნილი და გამართული ფუნქციონირება. სოციალურ აგენტებს საკვანძო ფუნქცია აკისრიათ სოციალურად დაუცველი ადამიანების იდენტიფიცირებასა და მათ დახმარებაში. სწორედ ამიტომ, სოციალური აგენტების გაფიცვა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

სოციალური აგენტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა. მათი 80 ლარიანი ყოველთვიური ხელფასი ქვეყანაში არსებულ ისედაც არაადეკვატურად დაბალ საარსებო მინიმუმსაც კი საგრძნობლად ჩამორჩება და ღირსეული შრომისა და ცხოვრების შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, რეგიონალური საქმიანობისას, სოციალური აგენტები სატრანსპორტო შეღავათებითაც ვერ სარგებლობენ და საკუთარი ხარჯებით უწევთ სამუშაოს შესრულება, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულზე გადაადგილება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულება. თუ სოციალური აგენტები მიზერულ ხელფასს, ნაწილობრივ, გამომუშავებით მიღებული შემოსავლით აბალანსებდნენ, პანდემიის პირობებში, გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის ფონზე, სოციალურ აგენტებს დამატებითი გამომუშავებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაც შეეზღუდათ.

გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საყურადღებოა სოციალური აგენტების სამუშაო ადგილების განსაკუთრებული მოწყვლადობა. მათი შრომითი ხელშეკრულებები, ყოველთვიურად, ერთი თვის ვადით იდება. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, სამუშაოს უკიდურესად დაუცველს და არასტაბილურს ხდის, ხოლო მეორე მხრივ, აშკარად არღვევს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. კანონის მიხედვით, თუ მიმდევრობით დადებული შრომითი ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, უნდა ჩაითვალოს, რომ დადებულია უვადო ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური აგენტების დიდი ნაწილის შრომის ხანგრძლივობა მიმდევრობით დადებული ყოველთვიური ხელშეკრულებებით 30 თვეს ბევრად აღემატება, მათზე კანონით განსაზღვრული უვადო ხელშეკრულების გარანტიები მაინც არ ვრცელდება. შრომის კოდექსის აღნიშნული მოწესრიგება, სწორედ დაცული შრომითი ურთიერთობის და მშრომელთა უფლებების რეალიზების საფუძველია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისი მუდმივი უგულებელყოფა უკიდურესად საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს.

გამოწვევებია თავად შრომითი დავის პროცესთან დაკავშირებითაც. კოლექტიურ დავაში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მედიატორთა რეესტრის პრობლემებისა და მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის გამო მედიაციის პროცესი ჩაიშალა. შრომითმა დავამ დასაქმებულთათვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, რაც მათი წუხილების გააზრებასა და დამსაქმებელთა მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით გამოიხატებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამ დრომდე, უარს ეუბნება დასაქმებულებს, მოლაპარაკებებში ჩართონ იურისტები და პროფესიული კავშირი "სოლიდარობის ქსელი", რომლის წევრიც 90-მდე მოქმედი სოციალური აგენტია. პროფესიული კავშირებისთვის ხელშეშლა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ სამინისტროსგან, რომელიც ქვეყანაში სოციალურ პარტნიორებს შორის ჯანსაღი, თანასწორი და სამართლიანი შრომითი ურთიერთობის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს:

დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან და, სოციალური აგენტების წარმომადგენლებისა და პროფკავშირების კოლექტიური დავის პროცესში უშუალო ჩართულობით, უზრუნველყონ მოლაპარაკებების გაგრძელება.

გაიზიარონ სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები უკიდურესად დაბალი ხელფასის და სამართლებრივად მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე და უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა.

[sknews.ge]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია