FM97.5 / LIVE

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, სინოპტიკოსები 3 ივლისს სეტყვას ვარაუდობენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე

29 და 30 ივნისს მთელს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შუადღით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა + 23, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია, +11, +13 გრადუსი.

შუადღეს ხანმოკლე წვიმაა ნავარუდევი მაღალ მთაში, დღისით ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

1-ელ ივლისს უნალექო ამინდი შენარჩუნდება სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ჰაერის ტემპერტურის მკვეთრი მატება არ ფიქსირდება.

ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +11, +13 გრადუსი.

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +23, +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია, +8, +10 გრადუსი.

2 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურის მკვეთი მატება დაფიქსირდება როგორც მთაში, ისე მაღალ მთაში.

უნალექო ამინდია ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაში ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში. დღის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით კი +10, +12 გრადუსია ნავარაუდევი.

3 ივლისს ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში შუადღის საათებში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12, +14 გრადუსი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მაღალ მთაში შესაძლებელია სეტყვა, დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით კი +9, + 11 გრადუსია მოსალოდნელი.

4 და 5 ივნისიდან მთელს რეგიონში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს – კვირის ამინდის პროგნოზი
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი
სამცხე–ჯავახეთში 21 ივნისამდე არამდგრადი ამინდია  მოსალოდნელი