FM97.5 / LIVE

‘ძირითადი ზიანი წყრუთს და ვალეს საძოვრებს მიადგა’- ახალციხის მერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძეს თქმით, მომთაბარე მწყემსების პირუტყვის მიერ, სოფლების საძოვრებისა და სათიბების დაზინებას, მისი წარმომადგენლები ამ დრომდე სწავლობენ.

‘ძირითადი ზიანი წყრუთს და ვალეს საძოვრებს მიადგა’- ახალციხის მერი

მელიქიძეს თქმით, მწყემსები სამცხე–ჯავახეთში ოჯახებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, უფრო მეტად კახეთის მხრიდან არიან ჩამოსულები.

ასობით ცხვარმა და ძროხამ ძირითადად სოფელ ვალესა და წყრუთის საძოვრები დააზიანეს, ასევე ნაწილობრივ წინუბნის, პამაჯის და მიმდებარე სოფლებისაც.

„რეაგირება ადგილობრივების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ. შესაბამისად ჩვენი სამსახურები უკვე რამდენიმე დღეა დადიან. რამდენიმე ფარაა ჩამოსული, დაზიანება ძირითადად ორმა ფარამ გამოიწვია, ეს მწყემსებიც ოჯახებით მცირეწლოვანი შვილებითაც არიან ჩამოსულები“,-ამბობს მელიქიძე.

მისივე თქმით, საძოვრებს ისე გაანაწილებენ, რომ გამოყენება ორივე მხარემ შეძლოს, თუმცა ადგილორბივების ინტერესები განსაკუთრებით იქნება გათვალისწინებული.

„ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროსია, სახელმწიფო მიწებია. არის იჯარით გასხვისებული მიწებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვუძებნოთ ისეთი ადგილები რომ ამ ადამიანებმაც, ჩამოსულებმაც შეძლონ და გამოკვებონ პირუტყვი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები არ უნდა იყოს დარღვეული“.

რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციასთან გაჟღერებულ კიდევ ერთ პრობლემას წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მერმა, თქვა რომ სათავე ნაგებობები შეამოწმეს და ჯერ ჯერობით ის დაზიანებები, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ, ვერ ნახეს.

მომთაბარე მწემსების პრობლემასთან დაკავშირებით, ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 24 ივნისს შეკრიბნენ. ადგილობრივები მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდნენ და მისგან დახმარების პირობა მიიღეს.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება’ -  რა დაპირება მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა [ვიდეო]
პროტესტი ახალციხეში – საძოვრების პრობლემის გამო მოსახლეობა მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე
ნინოწმინდასა და ტამბოვკაში საძოვრების პრობლემა აქვთ
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში