FM97.5 / LIVE

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული ახალციხელები გირაოთი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, სამართალი 25.06.2020
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, მათ შორის ორ ახალციხელს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა, გირაოთი შეეცვალათ. მათ საპატიმრო გუშინვე დატოვეს.

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული ახალციხელები გირაოთი გაათავისუფლეს

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 24 ივნისს გაიმართა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ოთხივე მათგანს გირაო 5 000-5 000 ლარი შეუფარდა.

ორივე ახალციხელმა სასამართლო დარბაზი გუშინვე დატოვა. მათ „სამხრეთს კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს.

საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, შემდეგი სასამართლო 7 ივლისსაა ჩანიშნული.

გასული წლის, 30 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს - 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა - 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის 1-ლი ნაწილით.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თბილისსა და ახალციხეში 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'კანონიერი ქურდისთვის' მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს [ვიდეო]
შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
'ქურდული სამყაროს' წევრობის ბრალდებით  შსს-მ  სამი პირი დააკავა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს–მ ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა
ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს
შსს 'ქურდული სამყაროს' წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს