FM97.5 / LIVE

‘ვითხოვთ გამოძიების დაჩქარებას’ - მოსწავლის ბულინგის საქმეზე ადვოკატმა პროკურატურას მიმართა

მთავარისიახლე, სამართალი 24.06.2020
საიას ადოკატმა, რეზო რევაზიშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც 12 წლის ბიჭზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმის დაჩქარებულ გამოძიებასა და მასში მონაწილე პირების გამოკვეთას ითხოვენ.

‘ვითხოვთ გამოძიების დაჩქარებას’ - მოსწავლის ბულინგის საქმეზე ადვოკატმა პროკურატურას მიმართა

ადვოკატის განცხადება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, გუშინ 23 ივნისს მოსწავლის მშობელმა შეიტანა.

„ჩვენ ვითხოვდით გამოძიების დაჩქარებას და იმ პირების, ან იმ პირის გამოკვეთას ვინც არასრულწლოვანს მიაყენა ფსიქიკური ზიანი“, - აცხადებს რევაზიშვილი.

ბებია, ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელმაც მის შვილიშვილს ზიანი მიაყენა, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს.

„რატომ უნდა იყოს ის დღესაც სკოლაში და ასწავლიდეს. სამხარაულის დასკვნაში წერია, რომ ჩემს შვილიშვილს ფსიქიკური ტანჯვა და ზიანი მიადგა. ახლა ამ განცხადებას თუ არ დააკმაყოფილებს პროკურატურა შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შევიტანთ, არ გავჩერდებით. გუბერნატორთანაც ვიყავი დღეს და საქმე თავიდან ბოლონდე გავაცანი, დამპირდა რომ დაინტერესდება ამ საქმით და გაერკვევა სიტუაციაში“,- ამბობს 12 წლის მოსწავლის ბებია.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავიდან ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობის მუხლით, გადაკვალიფიცირდა, ბიჭი კი დაზარალებულად ცნეს.

ბიჭის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 12 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლე ბულინგის საქმეში დაზარალებულად ცნეს
ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა
11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო