FM97.5 / LIVE

‘სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება’ - რა დაპირება მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2020
ვალესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს, რომლებსაც მომთაბარე მწყემსების პირუტყვმა საძოვრები და სასმელ წყლის სისტემა დაუზიანეს, მხარის რწუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა.

‘სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება’ -  რა დაპირება მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა [ვიდეო]

„ძალიან რთული საქმეა და უნდა მოვაგვაროთ, სადაც ჩვენ ვთიბავთ დღეს ასფალტივითაა, რა გავთიბოთ და ჩვენს საქონელს რა ვაჭამოთ? მწყემსებმა საქონელი დაახლოებით სამი კვირის წინ შემოიყვანეს, ცხვარი კი ორი კვირის წინ. ერთი დღეში 30 ჰექტარს აფუჭებენ“, - ამბობს სოფელ ჯულღას მცხოვრები პარუირ დურგალიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მწყემსებმა გარდა საძოვრებისა, წყლის სისტემაც დააზიანეს, ამის გამო ვალესა და ორ სოფელში დაბინძურებული წყალი მოდის.

„სადაც წყლის სათავეა, რაღაცეები დაუცეს რომ წყალი გადმოსულიყო და საქონელს დაელია. წინუბანში, აბათხევში, ვალეში სულ ტალახიანი წყალი მოდის. შევხვდით გუბერნატორს, ვესაუბრეთ. მწყემსებიც ადამიანები არიან, ისე უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომ არც მათ ეწყინოთ და არც ჩვენ“.

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ვალესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს. დასრულების შემდეგ ამირანაშვილმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ადგილობრივების ინტერესები დაიცვან.

„საუბარია ოთხ ფარაზე, დაახლოებით 4 000 სულ ცხვარსა და 1 000 სულამდე საქონელზე. ამან განაპირობა, ის რომ ადგილობრივ მოსახლეობას საძოვრების პრობლემა შეექმნა. ჩვენ მივეცით პირობა, რომ დღესვე დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი მოსახლეობის ინტერესი იყოს გათვალისწინებული“, - თქვა ამირანაშვილმა.

რაც შეეხება დაბინძურებულ წყალს, რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ საკითხით უკვე დაინტერესდა ახალციხის მერი: "გასცა ბრძანება, რომ წყლის სისტემა სასწრაფო წესით აღდგეს".

13 სოფლის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციასთან დღეს, 24 ივნისს შეიკრიბა. მსგავსი პრობლემა ადგილობრივებს სამი წლის წინათაც ჰქონდათ.



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

‘ძირითადი ზიანი წყრუთს და ვალეს საძოვრებს მიადგა’- ახალციხის მერი
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
პროტესტი ახალციხეში – საძოვრების პრობლემის გამო მოსახლეობა მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის