FM97.5 / LIVE

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის გრანტი გადაეცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს გრანტის სახით 4 160 000 ლარის ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის  გრანტი გადაეცა

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება:

• დაცული ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფას;

• ტურისტების ჩამოსვლის უზრუნველყოფას;

• ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფას;

• რეინჯერების ხელფასებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;

„პანდემიის პირობებში, უცხოელი ვიზიტორების შემცირების ფონზე, კავკასიის ბუნების ფონდის მხრიდან მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ტურისტულ სფეროზე. რთული ვითარება შეიქმნა ჩვენს დაცულ ტერიტორიებზეც, შემცირდა უცხოელი ვიზიტორების ნაკადი, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვიღებთ გრანტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საოპარციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„პანდემიის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ, რათა მოხდეს დაცული ტერიტორიების დაცვის, ტურისტების ჩამოსვლის, ასევე ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა“, - განაცხადა CNF -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ.

► ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება. შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ საერთაშორისო დონორებთან დროული და კონსტრუქციული მუშაობის შედეგად, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ სააგენტო მიიღებს გრანტს, რომლის ფარგლებში მოხდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რეინჯერთა ხელფასები და მათი აღჭურვილობა.

► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, 2013 წლის შემდეგ:

• დაარსდა 23 ახალი დაცული ტერიტორია
• 87 028,4 ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი
• ვიზიტორთა რაოდენობა 3,5-ჯერ გაიზარდა და 1,2 მლნ ვიზიტორს მიაღწია
• საკუთარმა შემოსავლებმა 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11 მლნ ლარს გადააჭარბა
• გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები (მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე და სხვა)
• დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები.

ამ ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და პოსტ პანდემიურ პერიოდში სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის  გრანტი გადაეცა

[sknews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყო
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
1 მლნ ევრო საქართველოს ეროვნულ პარკებს
სააგენტო: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება