FM97.5 / LIVE

ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 24.11.2013
ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ბოლო სამ თვეში, ა ჰეპატიტით, ე.წ. ბოტკინით, 27 ადამიანი დაინფიცირდა.

ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა
შემთხვევები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში გამოვლინდა. ბოლო შემთხვევა, სამი დღის წინ, უდეში დაფიქსირდა. ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დაავადება სოფელში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისიდან გავრცელდა.

ა ჰეპატიტის ვირუსი პირველად უდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოაჩნდა. ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ელენე თათენაშვილის განმარტებით, მოსწავლე ხერთვისში, დასთან იყო სტუმრად და იქ დაინფიცირდა.

„დაავადება წამოსულია ეპიდ კავშირით ხერთვისიდან. ჩვენი მოსწავლის და გათხოვილია ხერთვისში, სტუმრად იყო და ამ დროს დაავადდა. პირველი შემთხვევა სექტემბერში გამოვლინდა, დანარჩენები ნოემბრის თვეში. ეს უფრო მეზობლური კერაა. სოფლის სხვა უბანში არ დაფიქსირებულა“, - ამბობს ელენე თათენაშვილი და ამატებს, რომ სკოლაში უკვე ჩატარებულია დეზინფექცია და მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ.

მისივე თქმით, ყველა დაინფიცირებულმა ახალციხის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსი გაიარა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში პირელი შემთხვევა აგვისტოს ბოლოს დაფიქსირდა, ა ჰეპატიტის ვირუსი მასობრივად კი 8 ოქტომბრიდან გავრცელდა.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განმარტებით, დაავადების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია: „ცალსახად იმის თქმა, რამ გამოიწვია დაავადება, ძნელია. მუშაობენ სპეციალისტები, ჩვენც მათთან ერთად და უახლოეს მომავალში ვიტყვით რითი შიძლება იყოს გამოწვეული. ვირუსით საერთო ჯამში 27 ადამიანი დაავადდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში სამი წლის ბავშვი მკურნალობს“.

ა ჰეპატიტი, იგივე ბოტკინი, ენტეროვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას. ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმა.

[Sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26.09.2020 მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა
ახალციხეში ა ჰეპატიტის  გავრცელების ეშინიათ
ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა
ახალციხეში ჩუტყვავილა გავრცელდა
ახალციხეში  ვირუსული მენინგიტის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა
ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა