FM97.5 / LIVE

სოფელ უდეში ”ანთიმოზობას” აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 26.06.2012
წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საზეიმო წირვა-ლოცვით აღნიშნეს

სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ

”ანთიმოზობა” სოფელში 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ყოველი წლის 26 ივნისს, საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც სოფელ უდის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

”არის გადმოცემა, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდიდან არის, ამიტომ ამ დღესასწაულს მთელი სოფელი აღვნიშნავთ. მართმადიდებლური დღესასწაულია, თუმცა მათთან ერთად კათოლიკეებიც ზეიმობენ”, - ამბობს სოფელ უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წინამძღვარი დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი.

მისივე თქმით, ”ანთიმოზობის” დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრებს რუმინეთის საელჩოდანაც ელოდებოდნენ, თუმცა, წელს ჩამოსვლა ვერ შეძლეს. სწორედ რუმინეთში, უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ ანთიმოზ ივერიელი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო და ”ანთიმოზობაც” პირველად რუმინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

საზეიმო წირვა-ლოცვაზე დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ შეძლო.

დღესასწაულზე სოფელ უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მრევლი მეზობელი რაიონებიდანაც ჩამოვიდა.

ლიდა ტეფნაძე წირვაზე დასასწრებად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელიდან ფეხით ჩამოვიდა: ”დღევანდელი დღე ძალიან დიდი დრესასწაულია, როგორც სოფლისთვის, ასევე ამ ტაძრის მრევლისთვის”.

წირვა-ლოცვის შემდეგ საზეიმო ტრაპეზი გაიმართა, რომელიც უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

წლევანდელ დღესასწაულზე სოფელ უდის კულტურის ცენტრში ტრადიციაული საზეიმო კონცერტი არ გაიმართება.

”ბოლო პერიოდში სოფელში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ამიტომ მამაოს ინიციატივა იყო, რომ წელს კონცერტი არ ჩაგვეტარებინა” - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი ტატალაშვილი.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ უდეში "ანთიმოზობას" აღნიშნავენ
ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ
სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება
სოფელ უდეში „ანთიმოზობას“ აღნიშნავენ
უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ