FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 22.06.2020
ბოლო სამი თვის განმავლობაში ახალციხის ერთ სოფელში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა. ორი მათგანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი კვლავ მკურნალობს.

ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა

ყირიმ-კონგოს დაავდების ბოლო შემთხვევა ივლიტაში ივნისში დაფიქსირდა. მამკაცი ამ დრომდე თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს: „მისი ჰოსპიტალიზაცია 12 ივნისს მოხდა, ახლა გაუმჯობესებული მდგომარეობა აქვს“, - ამბობს ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ქეთევან ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, აპრილსა და მაისში ივლიტაში ყირიმ-კონგოს კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა: „ჩვენი რეგიონი ითვლება ამ დაავადების გავრცელების კერად. წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში დაავადების სამი შემთხვევა გვქონდა, ორი მათგანი საავადმყოფოდან იქნა გადაგზავნილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთ შემთხვევაში კი, პაციენტი თვითდინებით წავიდა“.

ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვრცელდება: დაავადებული ტკიპის მიერ ადამიანის დაკბენისას; დაავადებული ადამიანის სისხლთან შეხებისას; ან დაავადებული ცხოველის სისხლთან შეხებისას.

„დაავადება მიმდინარეობს ცხელებით, კუნთების, თავის, მუცლის ტკივილით, გულის რევით, გამონაყარით, სისხლჩაქცევებით, სისხლდენით. სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით. შესაძლებელია დაავადება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით და მძიმედ“.

თუ დაავადებულმა ტკიპამ ადამიანს უკბინა, ეს სიმპტომები მას შეიძლება მაშინათვე არ აღმოაჩნდეს, რადგან დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-9 დღემდეა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული (სისხლდენა) ცხელება იმით არის საყურადღებო, რომ იგი გამოირჩევა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. გართულებები ძირითადად მაშინ არის მოსალოდნელი, თუ პაციენტი დაგვიანებით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას.

დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან სოფლის მეურნეობაში და ეწევიან მეცხოველეობას.

თუმცა ამასთანავე ნებისმიერი ადამიანი წარმოადგენს რისკის ჯგუფს, თუ მას ბუნებასთან, მინდორთან აქვს შეხება.

რეკომენდაციისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ, მინდორში გასვლამდე გავითვალისწინოთ, რომ უმჯობესია:

▶დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები);
▶ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;
▶ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით და არსებობის შემთხვევაში უსაფრთხო მეთოდებით მოცილება;
▶ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში;

▶ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება;

▶მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს.

▶დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.

▶რეგულარულად დავიბანოთ ხელები.

2020 წელს, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ კონგოს კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი მათგანი, ახალქალაქში სიკვდილიანობით დასრულდა. მეორე კი ადიგენის სოფელ არალში, დაფიქსირდა, 56 წლის მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე ნახეთ:





[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ყირიმ-კონგოთი დაავადებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა