FM97.5 / LIVE

იურისტის ვაკანსია ახალციხეში 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს' ოფისში ®

მთავარისიახლე, რეკლამა 05.07.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალციხის ოფისში იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. განაცხადების წარდგენა 5 ივლისამდე შეგიძლიათ.

იურისტის ვაკანსია ახალციხეში 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს' ოფისში ®

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სახელფასო ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: ახალციხის რეგიონული წარმომადგენლობა (ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი / მთავარი იურისტი

ძირითადი მოვალეობები:
1. მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მათი საჩივრების განხილვა;
2. მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
3. სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
4. მონაწილეობა განცხადებების, ბლოგების და კვლევითი ანგარიშების მომზადების პროცესში;
5. რეგიონის ფარგლებში მოქალაქეებთან ადგილზე შეხვედრა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში;
2. იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
3. ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სპეციალიზაციით;
4. ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
5. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისურ ენებზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარის მქონე კანდიდატებს.

აპლიკაციის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაცია).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი-ახალციხე“.


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იურისტის ვაკანსია ახალციხეში ,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
იურისტის ვაკანსია ახალციხეში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®
განცხადება ვაკანსიის შესახებ ®
სასამართლო მედიატორთა კონკურსი
მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია 'სამხრეთის კარიბჭეში'
ვაკანსია 'ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის' პოზიციაზე [R]
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო