FM97.5 / LIVE

ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრების ანალიზის პასუხი ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.06.2020
ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში მცხოვრები ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები კორონავირუსზე შეამოწმეს.

ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრების ანალიზის პასუხი ცნობილია

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, 44 წლის ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს COVI-19 არ აღმოაჩნდათ.

„ოთხივე პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია, ცოტა ხანში დატოვებენ საკარანტინო ზონას და სახლში გავუშვებთ. ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, თვითიზოლაცია აღარ დაჭირდებათ“,– გვითხრა ახალციხის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა.

ყაურმაში მცხოვრები ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები covid-19-ზე გუშინ შეამოწმეს, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.

კორონავირუსით ინფიცირებული კაცი გუდაურის საკარანტინო სივრციდან 31 მაისს გამოუშვეს. ნინოწმინდის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ, რის გამოც ინფიცირებული, როგორც ჯანმრთელი ისე გამოუშვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინფიცირებული ორი დღის შემდეგ, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, მას შემდეგ სოფელში ჩატარდა თერმოსკრინინგი, სამი ადგილობრივი კი COVID-19–ზე შეამოწმეს. 44 წლის კაცთან კოტაქტში მყოფ პირებს ინფექცია არ დაუდასტურდათ.

1–ელი ივნისიდან ახალციხეში „ცხელების ცენტრი“ გაუქმდა, ამის შემდეგ COVID-19-ზე საეჭვო პაციენტები გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ, 17 დღის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში ინფიცირების მხოლოდ ერთი შეთხვევა გამოვლინდა. პაციენტს კორონავირუსი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დაუდგინდა.

„ახლა ჩვენთან არის 53 ვიზიტორი, ამ დროს განმავლობაში ჩვენს საკარანტინო ზონაში აღებული ნაცხის ანალიზი არ ყოფილა დადებითი, გვყავდა ერთი, რეფერალი, რომლიც შემოვიდა 7 ივნისს და რადგან მას უცხოთში ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, 11 ივნისს, გორის ჰოსპიტალში გადაივიყვანეთ, გორში აუღეს ანალიზი და იქ დაუდასტურდა“,– გვითხრეს ახალციხის საკარანტინო ზონაში.

საქართველოში კორონავირუსისი პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 888 შემთხვევა დაფიქსირებული, აქედან 731 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა, სულ კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 267.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს ხვალ covid-19-ზე შეამოწმებენ
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
სოფელ ყაურმაში კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული