FM97.5 / LIVE

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.06.2020
შპს „ცისარტყელამ“ რომელიც, კურორტზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 43 000 ლარად შეიძინა. მშენებარე სასტუმროს ჩათვლით კომპანია აბასთუმანში 18 545 კვ.მ ტერიტორიას ფლობს. ივანიშვლისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების შენაძენი კი ბოლო ორ წელიწადში აბასთუმანში 48 ათას კვ.მ–ზე მეტია.

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

ელექტრონული აუქციონი, რომლითაც შპს „ცისარტყელამ“ 114 კვ. მიწის ნაკვეთი შეიძინა, წელს, 2 ივნისს დასრულდა. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

შპს ცისარტყელას 51%–იანი წილის მფლობელი შპს ტურიზმის განვითარების ფონდია, რომლის 100%–საც, ივანიშვილთან დაკავშირებული პანამაში რეგისტრირებული კომპანია სს FRANKSTON INTERNATIONAL ფლობს. კომპანიამ აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და თავდაპირველად 9 709 კვ.მ ტერიტორიას ფლობდა. სასტუმროს მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის დეკემბერში კომპანიამ უპირობო აუქციონის წესით სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონ ლარად შეიძინა. 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში ცისარტყელამ სასტუმროს მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი, ჯამში 3 183 კვ.მ დაიკანონა. 144 კვ. მიწის ნაკვეთი კი ელექტრონული აუქციონით ივანიშვილის კომპანიამ წელს, 2 ივნისს შეიძინა.

შპს ცისარტყელას გარდა აბასთუმანში 2018 წლიდან მიწის ნაკვეთებს ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ოთხი კომპანია ყიდულობს. კომპანიების უმეტესობა ოფშორშია დარეგისტრირებული და სხვადასხვა ღია წყაროების მიხედვით, მათ ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

შპს „აბასთუმანი 2019“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 18 მარტს დარეგისტრირდა. კომპანია მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ ყიდულობს. 2019 წლის მაისიდან დღემდე საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, შპს „აბასთუმანი 2019“–ს ორი მიწის ნაკვეთი უპირობო აუქციონის წესით აქვს შეძენილი, ჯამში 1 032 კვ.მ. გარდა ამისა, ივანიშვილის სახლის უკან კომპანიას 45 წლიანი აღნაგობის უფლებით 12 192 კვ.მ ტყის ფართობი აქვს გადაცემული.

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

შპს აბასთუმანი 2019–ის მფლობელი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

ოცნების ლიდერთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია შპს „სანაპიროს ხედია“ რომელიც აბასთუმანში, ყოფილ ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიას ფლობს, ჯამში 25 336 კვ.მ–ს.

„სანაპიროს ხედს“ ოთხი მიწის ნაკვეთიდან სამ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოსთან გარკვეული ვალდებულებები აქვს დაკისრებული, ერთი ნაკვეთი კი უპირობო აუქციონის წესით აქვს შეძენილი. ტერიტორიები კომპანიამ 2019 წლის სხვადასხვა თვეს შეიძინა.
„სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შპს „სანაპიროს ხედსა“ და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია გამოითხოვა, ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა

2020 წლის თებერვლის გარიგების შემდეგ კურორტზე მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართუ“ ბანკიც ფლობს. 3 374 კვ.მ ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სახლის გარშემო ბანკმა სახელმწიფოსგან გარიგებით ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე ერთ შენობაში გაცვალა. ამ ნაკვეთების გარდა ივანიშვილის ბაკმა დიდველზე 3 ათას კვ. მ ტერიტორიის სანაცვლოდ 50 ათასამდე კვ.მ მიიღო ბაკურიანში, ბათუმსა და მცხეთაში.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მოძიებული ინფორმაციით, აბასთუმანში ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები ჯამში 48 737 კვ. მ ტერიტორიას ფლობენ.

[რობი ზარიძე, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო
გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს