FM97.5 / LIVE

ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე

მთავარისაზოგადოება 20.11.2013
'ბოლო პერიოდში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი', - სახალხო დამცველი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების 24 წლისთავს ეხმაურება.

ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
„ბავშვის უფლებათა კონვენციას“ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მასშტაბით რატიფიცირებული ადამიანის უფლებების დოკუმენტი. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა თავის თავზე აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელებისთვის: კონვენციაში მოცემული თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე; ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას; ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება; აუცილებელია ბავშვის შეხედულებების გათვალისწინება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მოვალეობაა სახელმწიფოში ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ზედამხედველობა, მისი პრინციპების პოპულარიზაცია და რაც მთავარია, ბავშვის უფლებების დარღვევის გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება.

"სახალხო დამცველმა ბავშვთა ინსტიტუციების რეგულარული მონიტორინგის შედეგებისა და ბავშვის უფლებების დარღვევების ცალკეული ფაქტების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებს არაერთი რეკომენდაცია მიაწოდა ისეთი ტენდენციური ხასიათის მქონე პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებისა და განათლების არასათანადო პირობები, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ არსებობა და უფროსების მხრიდან მათი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა, ბავშვის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი უგულვებელყოფა.

უდავოა, რომ ბოლო პერიოდში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. ბავშვს სპეციალური დაცვა და ზრუნვა სჭირდება რათა სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. პირველ რიგში, აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რაც სამომავალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძირეულად დაეხმარება მთავრობას ხარვეზების აღმოფხვრაში. სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდება თავისუფალი, ჯანმრთელი და ყოველმხრივ ღირსეული მომავალი თაობის აღზრდა",- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
სახალხო დამცველი ბორჯომში მეთორმეტე კლასელის  თვითმკვლელობას ეხმაურება
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა