FM97.5 / LIVE

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 15.06.2020
ორთვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ. საქართველოს რკინიგზა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგა ®

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე, აღდგა დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.

„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები შეიძინონ ონლაინ, ასევე მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“,- განაცხადა ცაგურიამ.

ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 8 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან დაიცვან ყველა რეგულაცია.


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მატარებლით მგზავრობა 15 ივნისიდან შეგეძლებათ ®

'საქართველოს რკინიგზა' დამატებით მატარებელს ნიშნავს ®
მგზავრთა საყურადღებოდ! ®
საქართველოს რკინიგზის საჩუქარი  მგზავრებს ®

'საქართველოს რკინიგზის' განცხადება ®
24 დეკემბერს მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი ®
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]