FM97.5 / LIVE

ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა

მთავარისაზოგადოება 20.11.2013
კომპანია „ადითს“ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საავადმყოფოები ჩამოართვეს. სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაც.

ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა საშუალება საავადმყოფოებში მდგომარეობა გამოესწორებინა, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ, "ადითის“ მფლობელობაში მყოფი საავადმყოფოები მართვაში სახელმწიფოს დაუბრუნდა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კომპანია „ადითის“ მფლობელობაში მხოლოდ ასპინძის საავადმყოფო იყო. საავადმყოფო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ გადაეცა.

საავადმყოფოს მენეჯერის მანანა ცინაძის განმარტებით, ახალმა ხელმძღვანელობამ საავადმყოფოს უკლებლივ ყველა თანამშრომელს, 3-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა. რაც შეეხება კომპანია „ადითს“, საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის 6-თვიანი სახელფასო დავალიანებები ამ დრომდე არ დაუფარავს.

„ორი თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვსვა სპეც დაფინანსებაზე. ერთის თვის ხელფასი უკვე ავიღეთ, რაც შეეხება „ადითს“, ამ დრომდე არ დაუფარავს სახელფასო დავალიანება და საქმე სასამართლოში აქვს“,- ამბობს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ასპინძის საავადმყოფოს ხელმძღვანელი მანანა ცინაძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ადითი" ასპინძის საავადმყოფოში 2011 წლის მარტში შევიდა. საავადმყოფოში არაერთი პრობლემა იყო. მიმდინარე წლის იანვარში დაწესებულების მედ-პერსონალი გაიფიცა,მათ სახელფასო დავალიანება და საავადმყოფოში არსებული არასათანადო პირობები გააპროტესტეს. ასპინძის საავადმყოფო ერთ-ერთი იყო იმ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომელთა საქმესაც სამთავრობო კომისია სწავლობდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს
ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს
ახალციხისა და ასპინძის საავადმყოფოების საკითხი ისევ გაურკვეველია
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს