FM97.5 / LIVE

სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 15.06.2020
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კი, ივლისამდე გადაიდო.

სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო. პირველი სხდომა კი, ზუსტად ხუთი თვის შემდეგ, 10 ივნისს გაიმართა.

სხდომაზე მოპასუხე მხარე სრულად წარმოდგენილი არ იყო: „მოპასუხე მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქონების მართვის სააგენტოდან სხდომაზე არ იმყოფებოდა, ასევე კიდევ იყო გადახედვადი საკითხები. რის გამოც, პროცესი 15 ივლისამდე გადაიდო“, - განმარტავს EMC-ის ადვოკატი მერი აღაპიშვილი.

ადიგენში, 13 ოჯახი დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა.

დერცელი-კიკიბოს საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების.

EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე
ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო
‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა
დერცელი–კიკიბოს მიმართულებით გზის მშენებლობა მიმდინარეობს ®