FM97.5 / LIVE

ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ

მთავარისაზოგადოება 20.11.2013
ბორჯომში, ლიკანი 2-ში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებლის რამდენიმე ალტერნატივიდან ერთი უნდა აირჩიონ. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათი პრობლემები მალე მოგვარდება.

ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 17 ნოემბერს, ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ლიკანი 2-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი გივი როსტობაია ამბობს, რომ მინისტრს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სთხოვეს: „20 წელია ჩვენთან მინისტრი არ მოსულა, ამხნის განმავლობაში არავინ შეგვიწუხებია, მაგრამ ახლა ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“.

დავით დარახველიძესთან ერთად, დევნილებს ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ გვიმრაძე და ის პირებიც სტუმრობდნენ, რომელთაც ის შენობა ეკუთვნით, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ.

თამაზ გვიმრაძის თქმით, დავით დარახველიძემ შენობის მფლობელებს ბორჯომის ყოფილი საავადმყოფოს ყიდვა შესთავაზა, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ დევნილებს შეასახლებენ.

„ლიკანი 2-ის კერძო მესაკუთრეები თუ აღნიშნულ წინადადებას არ დაეთანხმებიან, მაშინ მათ უკვე შესყიდული შენობის დათმობა მოუწევთ. შენობა სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგადაც სამინისტრო კაპიტალურად გაარემონტებს და ფართებს სულადობის მიხედვით გადავანაწილებთ“, - ამბობს გვიმრაძე.

მისივე თქმით, არსებობს საცხოვრებლის სხვა რამდენიმე ალტერნატივაც.

„ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში, არის 10-სართულიანი შენობა, რომლის გარემონტებაც შეიძლება და ვისაც სურვილი ექნება ისინი გადავლენ. გარდა ამისა, ადგილობრივი გამგეობა დევნილებს დაჰპირდა, რომ ბორჯომში ახალი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ადგილს გამოუყოფს“,-ამბობს გვიმრაძე.

დევნილებს ახალი საცხოვრებლის აშენების იდეა მოსწონთ. გივი როსტობაიას თქმით, შენობა სადაც ისინი ცხოვრობენ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

„პირადად მე მირჩევნია, რომ ახალი შენობა აგვიშენონ, თუმცა ახალგაზრდების აზრი უფრო გასათვალისწინებელია, როგორც მათ უნდათ, ისე გაკეთდეს ყველაფერი. მე დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები“,-ამბობს როსტობაია.

რას აირჩევენ დევნილები შეთავაზებულიდან, ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე უცნობია შენობის მფლობელის პოზიციაც, იყიდის ბორჯომის ყოფილი საავადმყოფოს შენობას თუ დათმობს იმ კორპუსებს, სადაც ამჟამად ცხოვრობენ დევნილები.

თამაზ გვიმრაძე ირწმუნება, რომ დევნილების პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს: „მაქსიმალურად მოკლე ვადებში მათ ნორმალური ცხოვრების პირობები უნდა მივცეთ, რადგან მათი მდგომარეობა მართლაც უკიდურესია. თუმცა, ეს არ მოხდება ერთ და ორი თვეში, ამას დასჭირდება მეტი დრო“.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმის ოთხსართულიან კორპუსში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი, 80 ოჯახი ცხოვრობს. 1937 წელს აშენებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელია. დაზიანებული საკანალიზაციო მილების გამო, ფეკალური მასა პირველ სართულზეა გაშლილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხშირად აქ ქვეწარმავლებიც ჩნდებიან. ცხოვრება მეორე სართულზეც შეუძლებელი გახდა. რამდენიმე ოთახს იატაკი და ჭერი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?
დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ”ლიკანში”