FM97.5 / LIVE

200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2020
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 200 ლარიანი დახმარება იმ შემთხვევაში შეუწყდებათ, თუ ხელფასი დაერიცხებათ. აღნიშნულ პირებს შემოსავლის დაკარგვის გამო, ექვს თვეში ჯამში 1200 ლარი უნდა მიეღოთ.

200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება მაისიდან დაიწყო.

„მაისში ჩამერიცხა პირველი 200 ლარი, ივნისიდან დავიწყე მუშაობა, ბუღალტერმა შემატყობინა რომ 200 ლარიანი დახმარება ივნისის თვეშიც ჩამერიცხება და შემდგომ მომეხსნება. გამოდის, რომ 1 200 ლარიანი დახმარებიდან მხოლოდ 400 ლარს მივიღებ“,– ამბობს ნარინე პეტროსიანი, რომელიც ახალციხეში, ერთ–ერთ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს.

იმ ფაქტს, რომ მუშაობის დაწყების შემდეგ, მოქალაქეს დახმარება შეუწყდება, მთავრობის ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

„პანდემიის დაწყების შემდეგ, მარტში, აპრილსა და მაისში თუ მოქალაქეს არ უფიქსირდება შემოსავალი, ის მიიღებს სამივე თვეში 200–200 ლარიან დამხარებას, მაგრამ ივნისში თუ უკვე დაერიცხება ხელფასი, ავტომატურად შეუწყდება დახმარება“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ დაუფიქრიდებათ შემოსავალი ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახები 1000 ლარს მიიღებენ
ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე  თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 1000 – ლარიან დახმარებას მიიღებენ
IMF - უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის
ბორჯომის მერია: „2017–ში ბიუჯეტიდან დახმარება 4 197 მოქალაქეს გაეწია“