FM97.5 / LIVE

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2020
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეცხადებინა. როგორც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, თინათინ მამასტარაშვილი ამბობს, შენობის რეაბილიტაცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. ჯერჯერობით არ ვიცით როდის დაიწყება სამუშაოები“, – გვითხრა თინათინ მამასტარაშვილმა.

შენობის რეაბილიტაცია, 23 იანვარს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

მამასტარაშვილი ამბობს, რომ მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.

„რეკომენდაციები ჯერჯერობით არ მიგვიღია. ველოდებით შესაბამის აღჭურვილობას, რომ გვექნება მეორე დღიდანვე გავიხსნებით, ამაზე ვართ დამოკიდებული. რაც შეეხება მუზეუმში შესვლის საფასურს, როგორც ვიცი ჩვენთანაც იგეგმება ფასის კლება, როგორც ვარძიაში და უფლისციხეში მოხდა“, – თაქვა მამასტრაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მიმდინარე წლის 8 მარტს დაიხურა.

ბორჯომის მხარეთმცოდნების მუზეუმი 1890 წლიდან ფუნქციონირებს.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დამთვალიერებლების მიღება განაახლა
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამინისტროს აქციას უერთდება
გერმანიაში ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატები გამოფინეს