FM97.5 / LIVE

რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორთან - სასწავლო გეგმის ხარვეზი თუ პრესტიჟი?

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.11.2013
ახალქალაქში სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სხვადასხვა საგნებში რეპეტიტორთან მეცადინეობს. რატომ დადიან რეპეტიტორებთან არადამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, არასრულყოფილი სასწავლო გეგმა თუ ქცევა, რომელიც პრესტიჟულად იქცა.

რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორთან - სასწავლო გეგმის ხარვეზი თუ პრესტიჟი?
ახალქალაქში ინდივიდუალური, ფასიანი გაკვეთილები მომავალი სტუდენტებისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა. თუმცა, უცხო ენის, განსაკუთრებით ინგლისურის პედაგოგთან, მშობლებს შვილები დაბალი კლასებიდანვე დაჰყავთ. ზოგისთვის კერძოდ მომზადება პრიორიტეტული და პრესტიჟულია. სკოლის მოსწავლეები იშვიათად აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი მეცადინეობის გარეშე, ზოგი მათგანი რეპეტიტორებთან წლების განმავლობაში დადის.

ანუშ მურადიანმა სომხეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, მიუხედავად ამისა, რეპეტიტორებთან მაინც დადიოდა.

„ვსწავლობდი ინგლისურს. რეპეტიტორებისთვის დაახლოებით 2.000 დოლარი გვაქვს გადახდილი. დამატებით გაკვეთილებზე რომ არ მევლო, სკოლაში მიღებული ცოდნით ვერ ჩავაბარებდი. არ მგონია, რომ ამაში დამნაშავე მასწავლებელთა პროფესიონალიზმია, რადგან იგივე პედაგოგები, ვისთანაც დამატებით მეცადინეობებზე დადიან, სკოლებში გაკვეთილებს კარგად ატარებენ“, - ამბობს ანუშ მურადიანი.

ახალქალაქში დამატებითი საათის ან საათნახევრისთვის 7-8 ლარიდან 15 დოლარამდე თანხას იღებენ. საშუალოდ კვირაში 3 გაკვეთილია, თვეში 12 მეცადინეობა. მათემატიკის მასწავლებლებს თვეში 100 ლარს უხდიან. ინგლისურის ზოგ მასწავლებელს ბავშვები მხოლოდ ერთ გაკვეთილში 15 დოლარს აძლევენ. ჩვეულებრივ, რეპეტიტორებთან 6 თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდი დადიან.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სასკოლო განათლება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საკმარისი არ არის, თუმცა აქვე აღიარებენ, რომ მეტწილად ეს თავად მოსწავლეების ბრალია.

„სკოლაში ვერ ვიღებთ სათანადო ცოდნას, რაც უმაღლესში მოსახვედრადაა საჭირო, რადგან თავიდანვე ისე არ ვეპყრობოდით სკოლას, როგორც საჭიროა. მეცადინეობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, სად აბარებ, მაგრამ ერთი წელი ცოტაა“, - გვეუბნება ახალქალაქის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონა.

რუსული სკოლის მოსწავლე სომხურ ენაში მეცადინეობს, რათა სომხეთის უნივერსიტეტში ჩააბაროს.
„მინდა სომხური კარგად ვიცოდე. რუსულ სკოლაში ვსწავლობ. სასკოლო მეცადინეობა არ არის საკმარისი სომხურ უმაღლესში ჩასაბარებლად“, - ამბობს იგი.

რეპეტიტორის სუსანნა მელიქიძის თქმით, მოსწავლეებს დამატებითი მეცადინეობა იმის გამო სჭირდებათ, რომ კლასებში ბევრი მოსწავლეა: „გაკვეთილზე 35 მოსწავლე ზის, ამიტომაც, სკოლა ბავშვებს საკმარის ცოდნას ვერ აძლევს და ისინი რეპეტიტორებს მიმართავენ. სასკოლო პროგრამას მოსწავლეების ცოდნით აღჭურვა შეუძლია, თუმცა ამის გაკეთებას უბრალოდ ვერ ასწრებს“.

ერთ-ერთი რეპეტიტორის აზრით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სასკოლო პროგრამა მოსწავლეებს საკმარის ცოდნას ნამდვილად აძლევს. თუმცა, ისინი მაინც დადიან რეპეტიტორთან და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: „მაგალითად, სკოლაში რამდენიმე საგანში არის დამატებითი საათები აბიტურიენტებისთვის, ვისაც სასწავლო გეგმით დამატებითი გაკვეთილები ეკუთვნით, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობა გაკვეთილებზე უყურადღებოდ ზის და დავალებებს არ ასრულებს. კიდევ ერთ მიზეზად, თავის გამოჩენის სურვილს მივიჩნევ, ეს თითქოს უკვე მოდააა. არის სხვა მიზეზიც, როცა ზოგ მასწავლებელს ისე მიყავს სიტუაცია, რომ მოსწავლეებმა დამატებით გაკვეთილებზე მათთან იარონ. ზოგს 10 მოსწავე უზის სახლში, ჯგუფში, თუმცა ამას ინდივიდუალურ მეცადინეობას ვერ დავარქმევთ, იგივე სკოლა გამოდის, ძლიერი მოსწავლე სწავლობს, სუსტი კი კვლავ ვერ. ისმება კითხვა: რატომ უნდა იხადონ ფული, თუ შედეგს ვერ მიიღებენ?!“

მეორე სკოლის მასწავლებლის შორენა თეთვაძის აზრით, მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები სასკოლო პროგრამის გამო სჭირდებათ.
„პრობლემა ისაა, რომ სასკოლო პროგრამა ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას არ შეესაბამება. რეპეტიტორებსაც ამიტომ მიმართავენ. სხვა ყველაფერთან ერთად, ისინი ან უბრალოდ ვერ ასწრებენ, ან სასკოლო საგნების სწავლა არ უნდათ“, - ამბობს იგი.

სომხეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტის დედა გვიამბობს, რომ მისი გოგონა საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ ინგლისურს 2 წლის, ისტორიას 1 წლის, ხოლო რუსულს ექვსი თვის განმავლობაში მაინც მეცადინეობდა.

„რეპეტიტორების მომსახურებით ვსარგებლობ, რადგან ახალქალაქში ეს უკვე ტრადიციად იქცა. ერთმანეთს ბაძავენ და ბავშვებს დამატებით მეცადინეობებზე უშვებენ. ისეთებიც ვიცი, ვინც რეპეტიტორებთან მე-5 კლასიდან მეცადინეობდნენ, სკოლის შემდეგ კი უბრალოდ გათხოვდნენ. ჩემი გოგონა წარჩინებული მოსწავლე იყო, მაგრამ რეპეტიტორებთან მაინც დადიოდა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად მოხვდებოდა. არის სხვა მიზეზიც. საქართველოში და სომხეთში მოქმედი პროგრამები განსხვავდება, ამიტომაც დამატებითი იმედისთვის რეპეტიტორთან გაკვეთილები გვქონდა აღებული“, - ამბობს იგი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘სკოლაში ასწავლიან, მაგრამ რეპეტიტორი მაინც საჭიროა’ – მეთორმეტეკლასელები ადიგენიდან
პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე,  280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა
მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება