FM97.5 / LIVE
მამუკა ხვედელიანის მიმართ, რომელსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, სამართალწარმოება გრძელდება.">

ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

მთავარისამართალი 19.11.2013
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის მიმართ, რომელსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, სამართალწარმოება გრძელდება.

ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
მამუკა ხვედელიანსა და მის ყოფილ თანამშრომლებს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ბრალს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს.

ყოფილ ბრალდებულებს, რადგან მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თავის მართლება ახლა უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უხდებათ. სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა მირიან ჭუმბურიძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში აგვისტოში გაასაჩივრა.

ჭუმბურიძესაც და ყოფილი ბრალდებულების ადვოკატებსაც, გამარჯვების იმედი აქვთ. მათი თქმით, საქმეში ახალი გარემოებები არ არის და სამართალწარმოება, საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებებით გრძელდება.

„ისევ ის შედეგი დადგება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგა. პროკურატურას იგივე პოზიცია აქვს და მტკიცებულებების გარეშე საუბრობს იმაზე, რომ თითქოს დანაშაულია ჩადენილი“, - ამბობს მამუკა ხვედელიანის ადვოკატი ზაზა მირიდაშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურამ მხოლოდ იმიტომ გაასაჩივრა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ უნდა გაესაჩივრებინა: „პროკურატურა თუ დარწმუნებულია იმაში, რომ მაგ მტკიცებულებებით სხვანაირი განაჩენი შეიძლება დადგეს, მაშინ მალადეც პროკურატურას!“

სააპელაციო სასამართლოში ხვედელიანისა და მისი ყოფილი თანამშრომლების სამი პროცესი უკვე გაიმართა. მომავალი პროცესი კი 17 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„ბრალდებაც და დაცვის მხარეც საბოლოო, შემაჯამებელ სიტყვებს წარმოვთქვამთ და მერე მოსამართლე გამოიტანს განაჩენს. არ მგონია, რომ განაჩენიც 17 დეკემბერსვე გამოცხადდეს“, - ამბობს მირიდაშვილი.

მას შემდეგ რაც ხვედელიანი ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, სხვადასხვა მედია საშულებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ქვეყანა დატოვა და მიიმალა. თუმცა, როგორც პროკურორი მირიან ჭუმბურიძე აცხადებს, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი ყველა პროცესს ესწრება. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ ხვედელიანს გათავისუფლებიდან დღემდე საქართველოს საზღვრები არ გადაულახავს.

მანამდე კი, სანამ ხვედელიანის საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდება, შესაძლოა მის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ ისევ დაიწყოს. 22 წლის რევაზ არუცევის მკვლელობაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები მამუკა ხვედელიანს ადანაშაულებენ.

„პროკურატურა რევაზ არუცევის მკვლელობის ფაქტს იძიებს და თუ დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთება, ბუნებრივია საქმეს შესაბამისი მსვლელობა მიეცემა“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსსა და ბორჯომში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს მამუკა ხვედელიანს ბრალი მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდა. თუმცა იგი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და ყოფილ თანამშრომლებთან ერთად დარბაზიდან გაათავისუფლა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
პროკურატურა კვლავ ხვედელიანის საქმეზე მუშაობს
ხვედელიანის ადვოკატი: გამორიცხულია მამუკამ ქვეყანა დატოვოს