FM97.5 / LIVE

‘ეს იყო ჩვენი ინტერესი’ – თურნავა ‘ქართუსთვის’ ნაკვეთების გაცვლაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.06.2020
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბაკურიანში სახელმწიფოსა და "ქართუს" შორის დადებულ გარიგებას ეხმაურება. მისი თქმით გაცვლა სახელმწიფოს ინტერესი იყო და ამით "ქართუ ჯგუფს" სარგებელი არ მიუღია.

‘ეს იყო ჩვენი ინტერესი’ – თურნავა ‘ქართუსთვის’ ნაკვეთების გაცვლაზე

თურნავას განმარტებით "ქართუ ბანკმა" როგორც ყოველთვის გაითვალისწინა სახელმწიფო ინტერესი და დიდველის მიმდებარედ უძრავი ქონება, ალტერნატიული ფართობის სანაცვლოდ დათმო.

,,ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, რომ თითქოს "ქართუ ჯგუფმა" რაღაცა სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ეს აბსოლუტურად თავდაყირა მოწოდებული ინფორმაციაა. მე მოგახსენებთ, ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ რომ 2023 წელს საქართველო მასპინძლობს ზამთრის სნოუბორდის ჩემპიონატს და ეს ჩემპიონატი ტარდება ბაკურიანში. ამისთვის ბაკურიანში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მათ შორის ერთ–ერთი პროექტი, რომელიც ახლაც ხორციელდება საკმაოდ დაჩქარებული ტემპით ეს არის დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა. ამ პროცესში ახალი პროექტის დამტკიცების კვალობაზე აშკარა გახდა, რომ ამ არეალში ექცევა ერთ–ერთი მიწა, რომელიც ეკუთვნის "ქართუ ჯგუფს", ისევე როგორც სხვა კერძო მიწები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ჩვენივე ინტერესი, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვის საფუძველზე და მოთხოვნით. 'ქართუ ჯგუფი' დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაგვიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა იქ განვითარდეს და ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს. აქედან გამომდინარე ეს იყო სწორედ ჩვენი ინტერესი და არა "ქართუ ჯგუფის" ინტერესი. მან როგორც ყოველთვის გაითვალისწინა სახელმწიფო ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული მიწის სანაცვლოდ. იმასაც შეგახსენებთ რომ დღესაც, ჩვენ სახელმწიფო დიდველის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ასევე "ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის, უსასყიდლოდ ვიყენებთ პარკინგისთვის. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე რომ ვიღაცამ რაღაცა თავისი ინტერესი აქ გაატარა და "ქართუ ჯგუფმა" რაღაცა სარგებელი აქედან ნახა, არის უსაფუძვლო", – აცხადებს თურნავა.

გარიგება, რომელზე თანხმობის განკარგულებაც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე არ იძებნება, სახელმწიფოსა და ივანიშვილის ბანკ ,,ქართუს" შორის 26 თებერვალს გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით ბაკურიანში, დიდველის მიმდებარედ 3 445 კვ.მ სანაცვლოდ, ‘ოცნების’ ლიდერის ბანკმა 14 ჯერ დიდი ტერიტორია, აბასთუმანში, ბათუმში, ბაკურიანსა და მცხეთაში მიიღო – ჯამში 49 255.

"ქართუმ" ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

[რობი ზარიძე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო
რა დაუჯდა სახელმწიფოს ‘ქართუსთან’ გარიგება
ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბაკურიანში დიდველის საბაგირო გამორთულია
ბაკურიანში დიდველზე 10 გონდოლა მონტაჟდება
ბაკურიანში დიდველის სათხილამურო არეალი გაიხსნა