FM97.5 / LIVE

მარხვა სოლიდარობის ნიშნად

მთავარისაზოგადოება 19.11.2013
ზურაბ მამალაძემ, რომელიც მაჰმადიანი მესხების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობს, მესხების სამშობლოდან გადასახლების 69 წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად მუსლიმური წესით იმარხულა.

მარხვა სოლიდარობის ნიშნად
ზურაბ მამალაძემ მუსლიმური წესით 7-დან 15 ნოემბრამდე იმარხულა. სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით 80 ათასამდე მაჰმადიანი მესხი სწორედ 15 ნოემბერს, 1944 წელში გაასახლეს.

"ქრისტიანი ვარ, მაგრამ ეს გავაკეთე ჩვენი მუსლიმი ძმების თანაგრძნობის და პატივისცემის მიზნით. როგორც ამას მუსლიმები აკეთებენ მარხვისას, დღისით არც წყალს ვსვამდი და არც ვჭამდი, - ამბობს მამალძე და ამატებს, რომ 15 ნომებრიდან მარხვა ქრისტიანული წესით გააგრძელა - ასე 9 დღე ვიმარხულებ და ამ მარხვის დასრულების შემდეგ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულიც დადგება, ვფიქრობ ეს სიმბოლურია".

მამალაძე ახალციხეს მაჰმადიანი მესხების მიმართ პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვის მიზნით ესტუმრა: "ჩემი მუსლიმი ძმებისთვის ჩამოვედი აქ".

იგი მაჰმადიანი მესხების პრობლემებს ორ ათეულ წელზე მეტია სწავლობს და ცდილობს ამ პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს კიდეც მათ.

"1989 წელს შევქმენი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გამოაქვეყნა დეკლარაცია მაჰმადიან მესხებთან დაკავშირებით. ეს იყო ფერგანის ტრაგედიის შედეგი. ასევე, შევქმენი ორგანიზაცია, რომელსაც ერქვა "მაჰმადიანი მესხებისა და ინგილოების უფლებების აღდგენისა და დაცვის ლიგა", მოგვიანებით კი ეს ორგანიზაცია "მაჰმადიან მესხთა დაცვის ლიგად" გადავაკეთე", - გვიყვება მამალაძე და ამატებს, რომ მოგვიანებით ორგანიზაციას წევრები შემოეცალა და ამის გამო გაუქმდა კიდეც, მაგრამ ახლა მაჰმადიანი მესხების პრობლემების შესწავლას კვლავ თავიდან იწყებს.

მამალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მაჰმადიანი მესხები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ: "მესხების გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. კანონი კი რეპატრიაციის შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, სამარცხვინოა. ეს არის ანტიჰუმანური კანონი და ეს არის ამ ადამიანების დაცინვა".

მამალაძე მაჰმადიანი მესხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც საუბრობს: "ის, რომ ქართველი ხალხი არაა მზად მათ მისაღებად, ეს მაჰმადიანი მესხების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალია. სიმართლე თუ ეცოდინება ხალხს, დარწმუნებული ვარ ქუჩებშიც კი გამოვლენ, სამშობლოში მათი დაბრუნების მოთხოვნით".

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს

ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
ახალციხეში ტოლერანტობისა და მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავს აღნიშნავენ