FM97.5 / LIVE

”ქართულმა ოცნებამ” “კარდაკარი” მესხეთშიც დაიწყო

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 25.06.2012
რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან საარჩევნო სიებს “ქართული ოცნება” მხოლოდ ასპინძისა და ბორჯომის ოლქებში გადაამოწმებს

”ქართულმა ოცნებამ” “კარდაკარი” მესხეთშიც დაიწყო

კოალიცია “ქართულ ოცნებას” შტაბი რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში აქვს.

“ქართულ ოცნებას” ოფისი აქვს ახალციხეშიც, თუმცა, ჯერ აქ შტაბი არ ჩამოყალიბებულა. რაც შეეხება ადიგენსა და ნინოწმინდას, კოალიციას წარმომადგენლები ჰყავს, თუმცა ჯერ ოფისები არ გახსნილა.

ახალქალაქში ოფისი ათი დღის წინ გაიხსნა.

“რადგან ოფისი ახალი გახსნილია ჩვენ “კარდაკარის” კამპანიაში არ ჩავრთულვართ”, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ჟვანიამ.

24 ივნისიდან 46 კაცი ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს ასპინძის მუნიციპალიტეტში. ოლქში 23 უბანია და თითოზე ორი კაცი მუშაობს.

“უზუსტობებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. არის ხელისშეშლის მცდელობები, თუმცა ჯერ არც ამაზე საუბარი არ მსურს”, - აცხადებს ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი.

60 კაცია ჩართული ბორჯომის ოლქში. აქ ისინი 30 უბანს გადაამოწმებენ.

“ბაკურიანში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წევრი, დეპუტატი შავკანი ცდილობს ჩვენ წარმომადგენლებს ხელი შეუშალოს, ეუბნება, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ საქმეს ჩამოცილდებიან, ასე ნაკლები პრობლმები შეექმნებათ”, - ამბობს ბორჯომის შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესო ფოფხაძე.

“კარდაკარის” კამპანია ორკვირაში დასრულდება.

"ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "კარდაკარის" მიზანია ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის გადამოწმება, საზღვარგარეთ მყოფი პირების გამოვლენა, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, ამომრჩევლის მოსალოდნელი აქტივობის გაზომვა, ამომრჩევლის განწყობის გაზომვა, უმისამართო პირადობის მოწმობების მქონე ამომრჩევლების გამოვლენა და დუბლირებულ მისამართებზე მცხოვრები ამომრჩევლების გამოვლენა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს
სამცხე-ჯავახეთში ”ოცნების” შტაბები დაიკეტა
ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა