FM97.5 / LIVE

როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.11.2013
რატომ არის ხარვეზებიანი თარგმანი სომხური სკოლების ორენოვან სახელმძღვანელოებში და რატომ აღმოჩნდა ბილინგვური სწავლება ჯავახეთში ნაკლებად ეფექტური - "სამხრეთის კარიბჭე" საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის წარმომადგენელს თეა ქარჩავას ესაუბრა.

როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში
- სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში მასალა უმეტესად ქართულ ენაზეა, მაგალითდ, VII-VIII კლასების ბიოლოგიის, ასევე, მუსიკისა და ხელოვნების სახელმძღვანელოებში. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ხელოვნებისა და მუსიკის სახელმძღვანელოებს თარგმნა არ სჭირდება....

რასაკვირველია, ეს არასწორია, საჭიროა ყველაფრის თარგმნა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ თარგმნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მართალია, აუცილებელია ყველა საგნის სახელმძღვანელოს თარგმნა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მუსიკა ან ხელოვნება მეორეხარისხოვანი საგნებია.

თარგმანის პრობლემების შესახებ ვიცით, მასწავლებელები ადრეც და ახლაც ჩივიან, რომ სახელმძღვანელოების მთარგმნელებმა არა მხოლოდ ენები უნდა იცოდნენ, არამედ უნდა ერკვეოდნენ განათლების სფეროში.

- თუ სამინისტროში ეს ინფორმაცია აქვთ, მაშინ, რატომ არის სახელმძღვანელოებში მსგავსი ხარვეზები?

სამინისტროში მენეჯმენტი შეიცვალა. გარკვეული პრობლემები იყო გამომცემლობებთანაც, გაუგებრობები ამიტომ მოხდა.

- ისტორიის წიგნებში ისტორიული ფაქტებიცაა დამახინჯებული...

დიახ, დამახინჯებულია, ეს ლაფსუსები თარგმნის დროს უნდა გასწორებულიყო. მიზეზი ისიცაა, რომ ავტორებს ექვსი კლასისთვის წიგნების დასაწერად ცოტა დრო, ერთი წელი ჰქონდათ. წარმოუდგენელად ცოტა დრო იყო გრიფირებისთვისაც. ეს ყველაფერი უნდა განეხილათ. უნდა გადაეხედათ მთელი პოლიტიკა, როგორ უნდა იქმნებოდეს სახელმძღვანელო და როგორ უნდა ხდებოდეს გრიფირება, რომ წიგნები საგანმანათლებლო მიზნებს შეეფერებოდეს.

- არასწორი თარგმანის ძირითადი პრობლემა მთარგმნელებია თუ ამოსავალი ტექსტიც?

თუ ქართულ წიგნებს თარგმანთან შეადარებთ, დარწმუნდებით, რომ თარგმანები უფრო ცუდია. ჩვენ პრობლემები გვაქვს ქართულ სახელმძღვანელოებთანაც, გვინდა მათი გადამუშავება. ისინი უნდა გადაიხედოს და შემდეგ ავტორებს მივცეთ შანსი, თავიანთი წიგნები გადაამუშაონ.

- ჯავახეთში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ბილინგვური სწავლება, როგორ ფიქრობთ, რატომ?

ამ მოსაზრებას მაინცდამაინც არ ვეთანხმები, უბრალოდ საჭიროა კვალიფიციურად მუშაობა. ჩვენ ვნახეთ როგორ მუშაობს ეს სისტემა შვეიცარიაში, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორ მუშაობს უმცირესობებში. ეს ძალიან ეფექტურია კანადაში. მათ აბსოლუტურად უნიკალური ორენოვანი სახელმძღვანელოები აქვთ. ჩვენთან უბრალოდ ეს სისტემა მხოლოდ ახლა იწყებს მუშაობას და ამიტომაც ის დონე არ არის. ჩემი აზრით კი, ცუდი მიდგომა სულაც არაა.

- ჯავახეთში პრობლემებს პედაგოგების მიერ სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნა იწვევს. მათ უჭირთ აუხსნან მოსწავლეებს გაკვეთილები...

აბსოლუტურად გეთანხმებით, ამიტომაც არ მუშაობს. ჯერ საჭიროა მასწავლებელთა დატრენინგება, შემდეგ კი მათი კლასებში შეყვანა. დაიწყეს ბოლოდან, არადა ჯერ კადრები უნდა მოამზადო. ვცდილობთ, სამინისტროშიც, ყველა საგანმანათლებლო ცენტრში, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ტრენინგები, მასწავლებლებთან მუშაობა, ეს ჩვენი სისტემის აქილევსის ქუსლია.

- შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნების გამოცდილების ზუსტად გადმოღებამ გაამართლოს?

კოპირება არაა საჭირო, როგორღაც დაბალანსებულად უნდა ვიმუშაოთ. უნდა გავითვალისწინოთ, სად ვცხოვრობთ, როგორმე უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყნის მოქალაქედ გრძნობდეს თავს. ჩემი აზრით, ქართული ენის ცოდნა ამაში მხოლოდ დაგვეხმარება.

- რამდენად სწორია ის მეთოდები, რითაც სამინისტრო ცდილობს არაქართველ მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის დონე გაზარდოს?

მე შემიძლია გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ მოამზადა მთელი ციკლი. უკვე მზადაა I-XII კლასებისთვის ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები. მალე დაიწყება ტრენინგები, რათა სწავლება ეფექტურად მოხდეს. ჯერ უნდა მომზადდნენ მასწავლებლები და კარგად იცოდნენ, როგორ ასწავლონ ქართული, როგორც მეორე ენა. 2014 წლიდან პროგრამა ამუშავდება. რეკომენდაციებს ვაძლევ ყველა რეგიონს, რომ ჩაერთონ და გადამზადება გაიარონ. იქნება ძალიან ნორმალურად დაწერილი წიგნები მათთვის, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

ქართულენოვანი მასალა სომხური სკოლების სახელმძღვანელოებში
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება

რატომ გვიანდება სომხური ენის წიგნების დარიგება?
არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენის სახელმძღვანელოები ამ დრომდე არ მიუღიათ